Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-ის პროცესორებმა უდიდესი ნახტომი დააფიქსირა 2019 წელს. ამჟამად პრაქტიკულად არ არსებობს მიმართულება, რომელშიც Intel დაეწევა წითელ კომპანიას. ჩამორჩენა იმდენად დიდია, რომ თავა კომპანიის ხელმძღვანელობამაც კი აღიარა - ვითარების გამოსწორება ადვილი არ იქნება.  

ვრცელდებოდა ცნობები პერსპექტიული პროცესორების - Alder Lake-ის შესახებ, რომლებიც აგებული იქნებოდა 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა ექსპერტების აზრით ეს პროცესორები ვერ დაუბრუნებს Intel-ს ლიდერობას. 

image.png 

7-ნანომეტრიანი პირველი ჩიპების გამოსვლა 2021 წლისთვისაა მოსალოდნელი. როგორც ჩანს, წარმოების მოცულობა დიდი არ იქნება და ისინი განკუთვნილი იქნება იმისთვის, რომ Intel-მა აცნობოს ინვესტორებს მოწინავე ტექნოლოგიის წარმოების დაწყება. მასობრივი 7-ნანომეტრიანი პროდუქტები კი 2022 წლამდე არ გამოვა. აქვე აღვნშნავთ, რომ ეს გახლავთ ოპტიმისტური პროგნოზი და არ არის გამორიცხული, რომ 7-ნანომეტრიანი მასობრივი წარმოება 2023 წლამდე გადაიდოს. 

image.png 

გავრცელებული ცნობების თანახმად 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლისას Intel უარს იტყვის FinFET ტრანზისტორებზე და გადავა GAA-ზე. ასეთივე სტრატეგიას უჭერს მხარს Samsung, რომელსაც არსენალში გააჩნია 8- და 6-ნანომეტრიანი ჩიპები. რეალურად, 5-ნანომეტრიანი ჩიპების მოლოდინი 2023 წლამდე არ ღირს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს იქნება პირველი თაობა, რომელიც დიდი ალბათობით შეზღუდული ტირაჟით გამოვა. 2022-2023 წლებისთვის AMD-ს ჩანიშნული აქვს 5-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ 2023 წლის შემდეგ შეძლებს Intel - აღადგინოს პარიტეტი AMD-სთან ან დაიბრუნოს ლიდერობა ნახევარგამტარ წარმოებაში. 

 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.