Magdalena Posted March 16, 2020 Posted March 16, 2020 AMD-ის პროცესორებმა უდიდესი ნახტომი დააფიქსირა 2019 წელს. ამჟამად პრაქტიკულად არ არსებობს მიმართულება, რომელშიც Intel დაეწევა წითელ კომპანიას. ჩამორჩენა იმდენად დიდია, რომ თავად კომპანიის ხელმძღვანელობამაც კი აღიარა - ვითარების გამოსწორება ადვილი არ იქნება. ვრცელდებოდა ცნობები პერსპექტიული პროცესორების - Alder Lake-ის შესახებ, რომლებიც აგებული იქნებოდა 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა ექსპერტების აზრით ეს პროცესორები ვერ დაუბრუნებს Intel-ს ლიდერობას. 7-ნანომეტრიანი პირველი ჩიპების გამოსვლა 2021 წლისთვისაა მოსალოდნელი. როგორც ჩანს, წარმოების მოცულობა დიდი არ იქნება და ისინი განკუთვნილი იქნება იმისთვის, რომ Intel-მა აცნობოს ინვესტორებს მოწინავე ტექნოლოგიის წარმოების დაწყება. მასობრივი 7-ნანომეტრიანი პროდუქტები კი 2022 წლამდე არ გამოვა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს გახლავთ ოპტიმისტური პროგნოზი და არ არის გამორიცხული, რომ 7-ნანომეტრიანი მასობრივი წარმოება 2023 წლამდე გადაიდოს. გავრცელებული ცნობების თანახმად 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლისას Intel უარს იტყვის FinFET ტრანზისტორებზე და გადავა GAA-ზე. ასეთივე სტრატეგიას უჭერს მხარს Samsung, რომელსაც არსენალში გააჩნია 8- და 6-ნანომეტრიანი ჩიპები. რეალურად, 5-ნანომეტრიანი ჩიპების მოლოდინი 2023 წლამდე არ ღირს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს იქნება პირველი თაობა, რომელიც დიდი ალბათობით შეზღუდული ტირაჟით გამოვა. 2022-2023 წლებისთვის AMD-ს ჩანიშნული აქვს 5-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ 2023 წლის შემდეგ შეძლებს Intel - აღადგინოს პარიტეტი AMD-სთან ან დაიბრუნოს ლიდერობა ნახევარგამტარ წარმოებაში. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34512/intel-vernet-liderstvo-na-rynke-processorov-tolko-v-2023-2024-godah-i-tolko-na-5-nm-tehprocesse 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.