Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ განსაზღვრა პირველი სამეცნიერო ინსტრუმენტები და მოწყობილობები, რომლებიც განთავსდება მთვარის ახლომდებარე სადგურ Gateway-ს ბორტზე. 

image.jpeg 

Gateway გახლავთ NASA-ს კომპლექსური პროგრამა Artemis-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. პროგამის მიზანია მთვარის ზედაპირზე გადასვას ამერიკელი ასტრონავტები 2024 წელს. ინიციატივის რეალიზაცია შეერთებულ შტატებს 35 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდება.  

თავდაპირველად დაგეგმილია, რომ სადგური Gateway გამოყენებულ იქნას მთვარისა და შორეული კოსმოსის შესასწავლად. სამომავლოდ კი იგი შუალედური ბაზის სახით მოემსახურება ასტრონავტებს, რომლებიც მარსისკენ გაფრინდებიან ან უკან დაბრუნდებიან. 

image.jpeg 

მაშ ასე, ცნობილია, რომ სადგურ Gateway-სთვის შერჩეულია ორი კვლევითი ინსტრუმენტი: ისინი განკუთვნილია კოსმოსური ამინდისა და რადიაციული ფონის მონიტორინგისთვის. პირველი მოწყობილობა NASA-ს მიერაა შექმნილი: მისი მეშვეობით მზის ქარებზე მოხდება დაკვირვება. რადიაციული მდგომარეობის შესაფასებელ მოწყობილობას კი ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) წარადგენს: ინსტრუმენტი, როგორც მოსალოდნელია, მკვლევარებს საშუალებას მიცემს შეიმუშაონ ახალი მეთოდები იმ ასტრონავტთა დასაცავად, რომლებსაც კოსმოსში ხანგრძლივ მისიებში მოუწევთ მონაწილეობა. 

სამომავლოდ შეირჩევა დამატებითი კვლევითი ინსტრუმენტები, რომლებიც სადგურ Gateway-ს აღჭურვილობას დაემატება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.