Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო პრესკონფერენციის დროს კომპანია AMD-ის ხელმძღვანელობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამომავლო სიახლე დააანონსა. პირველ რიგში ეს იყო პროცესორების არქიტექტურა Zen3, რომელიც დაფუძნებული იქნება გაუმჯობესებულ 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და შევა 2020 წლის ბოლოს დესკტოპ ჩიპების შემადგენლობაში. აგრევე ოფიციალურად მოხდა გრაფიკული არქიტექტურა RDNA2-ის წარდგენა, რომელიც ასევე დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე და საფუძვლად დაედება მთელ რიგ ვიდეო ბარათებს. 

image.png 

ეს იქნება მაღალი წარმადობის პროდუქტები, რომელთა შესახებ ცნობები პერიოდულად ვრცელდება. რაც მთავარია - ეს იქნება მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლებში წარმოდგენილი გრაფიკული ჩიპები. კომპანიის ხელმძღვანელობამ ისაუბრა RayTracing-სა და ჯერ არგამოსული ჩიპების სხვა უპირატესობებზე. გარდა ამისა წარმოდგენილ იქნა პატარა სლაიდი, რომლის მიხედვით mydrivers-ის ანალიტიკოსები თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ. 

image.png 

image.png 

2022 წლისთვის დაგეგმილია Zen4 არქიტექტურის მქონე პროცესორებისა და ვიდეო ბარათების გამოსვლა  RDNA3 არქიტექტურით. ფაქტობრივად, AMD მთელი 2021 წლის განმავლობაში ამ მოვლენისთვის მზადებაში იქნება. საინტერესოა, რომ 2020 წლის ნახევარში TSMC უკვე დაიწყებს პირველი 5-ნანომეტრიანი ჩიპების წრმოებას კომპანია Apple-ისთვის. უფრო მეტიც, ცნობილია, რომ 2021 წლის ყველა 5-ნმ ჩიპი გაყიდულია. ანალიტიკოსებს არ აქვთ ახსნა, რატომ აყოვნებს AMD. ისინი ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება მოუმწიფებელ ტექნოპროცესს და ჩიპების ნაკლებობას საწყის თვეებში. 

ეჭვს არ იწვევს ის, რომ RDNA3 არქიტექტურის მქონე ჩიპები 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე იქნება დაფუძნებული. თუმცა ის ფაქტი, რომ RX 7000 სერიის ბარათები გაყიდვაში 2022 წლამდე არ გამოვა - გაოცებას იწვევს. შესაძოა, AMD-ს რამე გეგმა ჰქონდეს. ჩნდება მოსაზრება, რომ შესაძოა კომპანიის ხელმძღვანელობამ არ იცის რა გააკეთოს ვიდეო ბარათების ბაზარზე და რა მიმართულებით იმოქმედოს. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.