Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრა პოლ გოსარმა (Paul Gosar) შესწორება შეიტანა „2020 წლის კრიპტოვალუტების კანონპროექტში“. პირველად დოკუმენტში გამოჩნდა გადანაწილებული კრიპტო რეესტრის დეტალური განმარტება სმარტ-კონტრაქტებისა და კონსენსუსის სხვადასხვა ალგორითმის მოხსენიებით. 

ახალ ვერსიაში აგრეთვე გაჩნდა პუნქტი სადაზღვევო დეპოზიტარების შესახებ. 

ცვლილება შეეხო Stablecoin-ების მდგომარეობასაც: „ბანკი-კორესპონდენტის ხარჯზე სრული უზრუნველყოფა“ ჩანაცვლდა „სადაზღვევო დაწესებულებების მხრივ ინდივიდუალური უზრუნველყოფით“. 

ახალ ვერსიაში შენარჩუნდა ციფრული აქტივების სამ კატეგორიად დაყოფის პრინციპი. კრიპტოვალუტა განსაზღვრულია როგორც დოლარზე მიბმული ინსტრუმენტი, ან „სინთეზირებული დერივატივი ბლოკჩეინზე“. კრიპტოსავალუტო საბირჟო პროდუქტებში მოიაზრება ურთიერთჩანაცვლებადი ეკონომიკური პროდუქტები ან სერვისები ბლოკჩეინის ბაზაზე. კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებს კი მიეკუთვნება ყველა სასესხო, წილობრივი და საწარმოო ბლოკჩეინ-ინსტრუმენტი. 

image.png

ამრიგად, Bitcoin უფრო საბირჟო პროდუქტი გამოდის და არა კრიპტოვალუტა. დოკუმენტის თანახმად კრიპტოვალუტის აღწერილობას Stablecoin Tether უფრო შეესაბამება.  

მასთან, კანონპროექტში არ არის ნახსენები არაურთიერთჩანაცვლებადი (NFT) ტოკენები. 

ციფრული აქტივების ბაზრის საწყისი რეგულირება უნდა დაევალოს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიას (CFTC), აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიას (SEC), აგრეთვე ხაზინის მდივანს, რომლებიც მოქმედებენ ფინანსურ დანაშაულთან მებრძოლი ქსელის (FinCEN) მეშვეობით. 

კანონპროექტის პირველი ვერსია გოსარმა გასული წლის დეკემბერში წარადგინა. 

2020 წლის თებერვალში FinCEN-მა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან ერად განაცხადა, რომ მუშაობენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ახალ მარეგულირებელ მოთხოვნებზე. 

მარტის დასაწყისში შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროში შედგა შეხვედრა კრიპტოვალუტების სფეროს წარმომადგენლებსა და იურიდიული თანაფარდობის ექსპერტებს შორის, რათა განეხილათ ციფრული ვალუტების რეგულირების საკითხები.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.