Jump to content

Recommended Posts

Posted

საფრანგეთის ქალაქ Nanterre-ის კომერციულმა სასამართლომ Bitcoin აღიარა კონვერტირებად არამატერიალურ აქტივად და არსობრივად იგი ფიატურ ვალუტას გაუტოლა. გადაწყვეტილება მიებულ იქნა 26 თებერვალს, თუმცა მის შესახებ ცნობილი მხოლოდ ამჟამად გახდა.  

როგორც გამომცემლობა Les Echos გვაცნობებს, რომ პრეცედენტი მოხდა ფრანგულ კრიპტოსავალუტო ბირჟა Paymium-სა და ბრიტანულ საინვესტიციო კომპანია BitSpread-ს შორის დავის დროს. 

image.jpeg 

2014 წელს Paymium-მა BitSpread-ს ასესხა 1000 BTC. თუმცა 2017 წლის აგვისტოს ჰარდფორკის შემდეგ კრიპტოვალუტის ყველ მფლობელმა მიიღო Bitcoin Cash 1:1 შეფარებით. იმის გასარკვევად, ვალდებული იყო თუ არა მსესხებელი დაებრუნებინა თანხა BCH-ით, Paymium-მა სასამართლოს მიმართა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლებრივი ბუნებით ეს გახლავთ ურთიერთანაცვლებადი აქტივი და მასზე, ისევე როგორც ფიატურ ფულზე, ვრცელდება კრედიტირების საერთო პრინციპები: 

აქტივზე უფლება  ხელშეკრულების ხანგრძლივობის განმავლობაში რჩება მსესხებელს. BCH ეკუთვნის მსესხებელს ისევე, როგორც დივიდენდები აქციონერს. ” 

კომპანია Kramer & Levin-ის ადვოკატი თვლის, რომ კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს Bitcoin-ის, როგორც ფულის გამოყენებას და მოახდენს საფრანგეთის ტერიტორიაზე Bitcoin-ით განხორციელებული ოპერაციების ზრდის სტიმულირებას.  

ასევე შეგახსენებთ, რომ გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ უკვე აღიარა კრიპტოვალუტები ფინანსურ ინსტრუმენტად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.