Jump to content

Recommended Posts

Posted

მომდევნო თაობის Sony PlayStation 5 და Microsoft Xbox Series X გეიმინგ-კონსოლები 2020 წლის წინასაახალწლო-საშობაო დღესასწაულის პერიოდში უნდა გამოვიდეს. ანალიტიკოსები შიშობენ კორონავირუსის ეპიდემიის გამო კონსოლების მაკომპლექტებლების მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად Sony და Microsoft არ წყვეტენ სარეკლამო კამპანიებს და გვაცნობენ ახალ დეტალებს თავიანთი სამომავლო კონსოლების შესახებ. 

image.png 

ამჯერად Sony-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრზე, როგორიცაა Texel density. მოკლედ რომ ვქვათ, ეს გახლავთ მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს ტექსტურის ზომას 3D მოდელის გაბარიტებთან მიმარებაში. რაც უფრო მაღალია ეს შეფარდება, მით მეტია სიმჭიდროვე და შესაბამისა უკეესია გამოსახულების ხარისხი.  ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მაღალია Texel density-ის მაჩვენებელი, მით უკეთესი ხარისხით აისახება თამაშები მონიტორზე. გარდა ამისა, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით აქტუალურია 4K გაფართოებისთვის, რაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება დროთა განმავლობაში. 

image.png 

Sony-ს წარმომადგენელმა დააკონკრეტა, რომ Texel density-ის მაჩვენებელი ახალ გეიმინგ-კონსოლში არანაკლებ 4096px/m-ს შეადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მახასიათებელი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება RayTracing-თან ერთად. გეიმინგ-დეველოპერებმა უკვე მიიეს PlayStation 5-ის პროტოტიპები. მათი თქმით პერსპექტივები, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს, უბრალოდ დაუჯერებელია. Texel density-ის მაღალი სიმჭიდროვე დეველოპერებს საშუალებას მისცემს წარმოადგინონ ფოტორეალისტურობის ისეთი არნახული დონე, რომელზეც ამ დრომდე ოცნებაც წარმოუდგენელი იყო.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.