Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Bitcoin და Ethereum მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცნენ Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის, Brad Garlinghouse-ის მხრიდან, რომელმაც გააკრიტიკა ამ კრიპტოვალუტების მაინინგზე დახარჯული ენერგია და გამოყოფილი ნარჩენები. 

Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაინინგის ენერგომოხმარება -  ეს უზარმაზარ ხარჯებს ნიშნავს. აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი სტიმული, რომ მათ პასუხი მოვთხოვოთ დანატოვარ ნახშირორჟანგზე.  გაუგებარი, რატომ არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში გლობალური კლიმატური კრიზისის პირობებში“ - დაწერა მან. 

Garlinghouse-ის განცხადება წარმოადგენს ბლოკჩეინ-ექსპერტ ალექს დე ფრისი მცირეხნისწინანდელი კვლევის პასუხს. კვლევის თანახმად Bitcoin-ის წლიური ენერგომოხმარება (77,78 ტერავატი-საათში) აღემატება მთლიანი ჩილეს ანალოგიურ მაჩვენებელს, BTC-ის ერთი ტრანზაქციის შედეგად კი გამოიყოფა იმაზე უფრო მეტი ნახშირორჟანგი, ვიდრე საგადახდო ქსელ Visa-ს მიერ განხორციელებული 780 650 ტრანზაქციის შემხვევაში. 

Ethereum, რომლის მაჩვენებელი საათში 8 ტერავატს არ აღემატება, კვლევის მასალებში ნახსენები არ არის, თუმცა მასაც შეეხო Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის კრიტიკა. 

ლოგიკურია დავუშვათ, რომ ასეთი ფორმით Brad Garlinghouse საკუთარ XRP ვალუტას არეკლამებს, რომელიც პრემაინითაა ემისირებული. ამასთან, სწორედ ეს ასპექტია მოხსენიებული, როგორც Ripple-ის ქსელის ცენტრალიზაციის ერთ-ერთი მტკიცებულება. 

ძველად Garlinghouse-მა აღიარა, რომ XRP ციფრული მონეტების გაყიდვა წარმოადგენს fintech-კომპანიის მოგების მნიშვნელოვან წილს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.