Jump to content

Recommended Posts

Posted

უკვე დიდი ხანია რამდენიმე კომპანია ამტკიცებს, რომ მალე შეიცვლება პარადიგმები სერვერების ბაზარზე. მათი ქმით ARM-პროცესორები შესაძოა ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა გახდეს და სამუდამოდ შეცვალოს მრავალბირთვიანი სისტემების წყობა. ამჯერად ბაზარზე მოქმედი ერთ-ერთი დიდი სტარტაპი Ampere წარმოგვიდგენს საკუთარ გადაწყვეტილებას. 

image.png 

image.png 

image.png 

მიუხედავად იმისა, რომ სერვერების ბაზრის დიდ ნაწილს Intel-ის პროცესორები იკავებს, Ampere- განაცხადა, რომ თავის კონკურენტად უპირველეს ყოვლისა AMD EPYC Rom ჩიპებს მიიჩნევს. ახალი 80-ბირთვიანი პროცესორი Ampere Altra დაფუძნებულია TSMC-ის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და აქვს მხოლოდ 210 ვტ ენერგომოხმარება, იგი კონკურენტულ ბრძოლას უცხადებს ტრადიციულ x86-ჩიპებს. გადამწყვეტ მახასიათებლებს შორისაა 3 გჰც სიხშირე და მრავალნაკადიანობის არარსებობა, რომელიც პოტენციურ საფრთხის ქვეშ აყენებდა კორპორატიული მომხმარებლების მონაცემებს. 

image.png 

image.png 

სისტემაში შესაძლებელია განთავსდეს 4 ტერაბაიტამდე მოცულობის რვაარხიანი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება 200 გბიტ/წმ სიჩქარით. მხარდაჭერილია უახლესი 128-სალტიანი PCIe 4.0 ერთ სოკეტ-სერვერზე და 192-სალტიანი - ორ სოკეტზე 

Ampere აცხადებს, რომ ამჟამად მოწინავე პოზიციებს იკავებს ბაზარზე ბირთვის მოხმარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მხოლოდ მას შეუძლია წარადგინოს პროცესორების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე ერთ ფირფიტაზე და უზრუნველყოს 3500 ჩიპის განთავსება. Ampere ამტკიცებს, რომ მისი ჩიპები მნშვნელოვნად უსწრებს Intel 8280-ს და AMD EPYC 7742-ის პარიტეტულია. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.