Jump to content

Recommended Posts

Posted

შეზღუდვების წესდების ვადის ამოწურვის მიუხედავად კომპანია Ripple-ის წინააღმდეგ მომჩივანებს უფლება აქვთ თავიანთი ინტერესები სასამართლოში დაიცვან ფასიანი ქაღალდების სფეროში აშშ-ს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის კუთხით - მოცემულია ჩრდილოეთ კალიფორნიის სასამართლოს დადგენილებაში. 

განხილულ იქნა Ripple-ის შუამდგომლობა, რომ გაეპროტესტებინა მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი და სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ  მიუხედავად სარჩელისა, იგი არ ეხება ფედერალური კანონის დარღვევას. 

image.jpeg 

ამასთან, სასამართლომ არ ცნო Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის - ბრედ ჰარლინგჰაუსის პირადი პასუხისმგებლობა სარჩელზე, ასევე ის ფაქტი, რომ კომპანია ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა კრიპტოვალუტის რეკლამირების დროს. 
მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებმა დაადასტურეს ICO-ების ჩატარება და XRP ტოენის გაყიდვა, ამ დროს მათი ქმედებები არ იყო მიმართული XRP-ის ფართო საზოგადოებაში გავრცელებისკენ“ - ნათქვამია დადგენილებაში. 

მოსარჩელეებს განმეორებითი სარელის შეტანა ნებადართული აქვთ 28 დღის განმავლობაში. 

კომპანია Ripple-სა და ყოფილ ინვესტორებს შორის საქმის განხილვა მეორე წელია გრძელდება - რამდენიმე ინდივიდუალური საჩივარი ერთში გაერთიანდა. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ICO-ს ფარგლებში მათ კომპანიამ მიჰყიდა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები. 

2019 წლის აგვისტოში მათ ბრალდებას დაუმატეს განმარტება, რატომ უნდა ჩაითვალოს XRP ფასიან ქაღალდად როგორც ფედერალურ, ისე საშტატო დონეზე. 

2019 წლის სექტემბერში Ripple-მა სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა სასამართლოში საქმის გასაჩივრების შესახებ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.