Magdalena Posted February 29, 2020 Posted February 29, 2020 გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ NVIDIA-სთვის განკუთვნილ Tegra Orin თაობის 8-ნანომეტრიან პროცესორებს კომპანია Samsung გამოუშვებდა. ვებ-გვერდ VideoCardz-ს აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმად NVIDIA უკვე ფლობს Ampere-სერიის გარკვეული პროდუქტების ციფრულ პროექტებს, რომლებიც ასევე 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იქნება წარმოებული. რესურსი ამტკიცებს, რომ საუბარი ეხება გრაფიკულ გეიმინგ გადაწყვეტილებებს, თუმცა ამით ინფორმაცია სრულდება. 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლოა მიუთითებდეს Samsung-თან თანამშრომლობაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ Ampere სერიის აბსოლუტურად ყველა გრაფიკულ პროცესორს სამხრეთკორეული კომპანია გამოუშვებს. არ არის გამორიცხული, რომ ენერგოეფექტურობაზე აქცენტი შეზღუდავს Samsung-ის მიერ წარმოებულ Ampere გრაფიკული პროცესორების დიაპაზონს ლეპტოპების მობილური ვერსიებისთვის. https://overclockers.ru/hardnews/show/101973/graficheskie-processory-nvidia-ampere-budut-vypuskatsya-po-8-nm-tehnologii
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now