Magdalena Posted February 29, 2020 Posted February 29, 2020 გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ NVIDIA-სთვის განკუთვნილ Tegra Orin თაობის 8-ნანომეტრიან პროცესორებს კომპანია Samsung გამოუშვებდა. ვებ-გვერდ VideoCardz-ს აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმად NVIDIA უკვე ფლობს Ampere-სერიის გარკვეული პროდუქტების ციფრულ პროექტებს, რომლებიც ასევე 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იქნება წარმოებული. რესურსი ამტკიცებს, რომ საუბარი ეხება გრაფიკულ გეიმინგ გადაწყვეტილებებს, თუმცა ამით ინფორმაცია სრულდება. 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლოა მიუთითებდეს Samsung-თან თანამშრომლობაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ Ampere სერიის აბსოლუტურად ყველა გრაფიკულ პროცესორს სამხრეთკორეული კომპანია გამოუშვებს. არ არის გამორიცხული, რომ ენერგოეფექტურობაზე აქცენტი შეზღუდავს Samsung-ის მიერ წარმოებულ Ampere გრაფიკული პროცესორების დიაპაზონს ლეპტოპების მობილური ვერსიებისთვის. https://overclockers.ru/hardnews/show/101973/graficheskie-processory-nvidia-ampere-budut-vypuskatsya-po-8-nm-tehnologii Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.