Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Zotac-მა გამოუშვა ახალი კომპაქტური დესკტოპ კომპიუტერი Zbox Magnus EN52060V, რომელიც აგებულია მობილური კომპიუტერებისთვის განკუთვნილ აპარატულ უზრუნველყოფაზე. მოწყობილობა გვევლინება, როგორც საშუალო ფასის სეგმენტის კომპიუტერი და განკუთვნილია კონტენტის შექმნელებისათვის. 

image.jpeg 

Zbox Magnus EN52060V-ს საფუძვლად უდევს Coffee Lake სერიის ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი მობილური პროცესორი Intel Core i5-9300H, მისი საბაზისო სიხშირე 2.4 გჰც-ს შეადგენს, მაქსიმალური ტურბოსიხშირე კი აღწევს 4.1 გჰც-ს. TDP-ის დონე 45 ვატის ტოლია. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 2060 - GDDR6 ტიპის 6 გბ მეხსიერებით. სამწუხაროდ უცნობია - გამოყენებულია MXM მოდულის ფორმატის ვიდეო ბარათი თუ იგი მიმაგრებულია პირდაპირ დედა დაფაზე. 

image.jpeg 

ახალი მინი კომპიუტერი წარმოდგენილია DDR4-2600 სტანდარტის 32 გიგაბაიტამდე მეხსიერების ორი SO-DIMM სლოტით, ასევე აღჭურვილია M.2-2280 PCIe 3.0 х4 SSD-ით ან SATA III-ია და 2.5-დუიმიანი SATA III-ით. ხელმისაწვდომია უსადენო მოდული Killer 1650, რომელსაც აქვს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0 მხარდაჭერა, სადენიან კავშირს კი უზრუნველყოფს 1 და 2,5-გიგაბიტური კონტროლერი. 

Zotac ZboxMagnus EN52060V-ის ფასი და გაყიდვების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.