Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კრიპტოინდუსტრიის ექვსი წარმომადგენელი შევიდა მილიარდერების ყოველწლიურ ჩამონათვალში, რომელსაც ადგენს ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი Hurun. 

კრიპტოსეგმენტი ლიდერად დასახელდა კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, 42 წლის Changpeng Zhao – 2.6 მლრდ აშშ დოლარიანი ბიუჯეტით. გასული წლის მონაცემებთან შედარებით (2.53 მლრდ აშშ დოლარი) მისი ფინანსური მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა და საერთო ჩამონათვალში მან 805-ე პოზიციამდე აიწია. 

გასული წლის ლიდერი -  მაინინგ-კომპანია Bitmain-ის თანადამფუძნებელი Micree Zhan ახალ რეიტინგში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა კომპანია ბიზნეს-პარტნიორ Jihan Wu-სთან უთანხმოების გამო. გასულ წელს Zhan-ის მდგომარეობა ფასდებოდა 4.21 მლრდ აშშ დოლარიანი კაპიტალით. რეიტინგში ვერ მოხვდა Wu-ც, რომლის ფინანსები 2.39 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. 

მათ ნაცვლად ახალ რეიტინგში Bitmain-ის წარმომადგენელია კომპანიის თანადამფუძნებელი Zhan Ketuan 1.6 მლრდ აშშ დოლარით. 

მას მოსდევს ბირჟების - OKEx-ისა და OKCoin-ის დამფუძნებელი Star Xu 1.4 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. გასული წლიდან მოყოლებული მან ერთი დონით აიწია რეიტინგში, თუმცა მისი კაპიტალი მოცულობა არ შეცვლილა. 

კრიპტოინდუსტრიის მილიარდერების რეიტინგში რიგით მეოთხეა Ripple-ის ანადამფუძნებელი კრის ლარსენი 1.3 მლრდ აშშ დოლარით. 

მეხუთე ადგილს გასული წლიდან მოყოლებული კვლავ ინარჩუნებს Huobi-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეონ ლი 1.1 მლრდ აშშ დოლარით. ჩამონათვალი სრულდება Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორით - ბრაიან არმსტრონგით, რომელიც 1 მლრდ აშშ დოლარს ფლობს. 

Hurun-ის საერთო რეიტინგში ჯამში სულ მოხვდა 2816 მილიარდერი მსოფლიოს 71 ქვეყნიდან. ზედიზედ მესამე წელია ჩამონათვალს ლიდერობს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელი 140 მლრდ აშშ დოლარის მფლობელია. 

Changpeng Zhao და Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი აგრეთვე ლიდერობენ 2020 წლის კრიპტოინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი პირების რეიტინგს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.