Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Unisoc-მა, რომელიც ძველად ცნობილი იყო Spreadtrum-ის სახელით, დააანონსა მობილური პროცესორი Tiger T7520. ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ჩიპი, რომელიც დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. 

image.png 

ჩიპსეტი მოიცავს რვაბირთვიან CPU- Cortex-A76-სა და Cortex-A55-ის ბაზაზე. ბირთვების სიხშირე ჯერჯერობით უცნობია. ცალკრისტალიან სისტემაში გრაფიკის რენდერინგზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი ARM Mali-G57 GPU. 

Tiger T7520-ს აქვს ინტეგრირებული მოდემური დაფა მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერისთვის. კომპანიის თქმით, იმ ჩიპებისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოდგენილია ცალკეული 5G მოდემებით, ახალი პროცესორი გაზრდილი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. 

Tiger T7520-ში განთავსებულ მოდემურ დაფას აქვს არაავტონომიური და ავტონომიური არქიტექტურების მხარდაჭერა. მონაცემა გადაცემის სიჩქარე აღემატება 3,25 გბ/წმ-ს. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ რეალიზებულია Dual-SIM Dual 5G ტექნოლოგიები. ცალკრისტალიან სისტემა Tiger T7520-ზე მოქმედ სმარტფონებში ორივე SIM-ბარათი იმუშავებს 5G ქსელში. 

ახალი მობილური პროცესორის მქონე პირველი მოწყობილობები ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. მათში წარმოდგენილი იქნება კამერები მაქსიმალური 100 მპ გაფართოებით, 4K UHD ფორმატის ეკრანები 120 ჰერცი კადრის განახლების სიხირითა და HDR10+ მხარდაჭერა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.