Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ვიდეობლოგერები Ivan on Tech, Chico Crypto და CryptoWendyO დაბლოკა YouTube-ის ადმინისტრაციამ Bitcoin-ის შესახებ მორიგი ვიდეორგოლის პუბლიკაციის შემდეგ. თანაც ზოგიერთმა მათგანმა „სტრაიკი“ მიიღო პირდაპირი ტრანსლაციის დროს. 

„ჩვენმა არხმა მუშაობა შეწყვიტა როგორც კი პირდაპირი ეთერი დაიწყო. ეს უაზრობაა, ამ ვიდეოში არაფერი იყო საშიში ან საზიანო“ -  დაწერა Ivan on Tech-მა, რომელსაც 215 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

აღსანიშნავია, რომ Ivan on Tech-მა სტრაიკი მიიღო შენიშვნით - „სახიფათო და მავნე კონტენტი“ ვიდეოზე: BITCOIN GOING VERTICAL!!! Halving IMPORTANT UPDATE. მეორე პირმა, CryptoWendyO-მ კი, რომელსაც 5.5 ათასი გამომწერი ჰყავს, შენიშვნა მიიღო ვიდეორგოლისთვის - BITCOIN MASSIVE DROP INCOMING – TAKE PROFIT. 

აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაცია შესაძლოა დაიბნა სენსაციური სათაურებით. 

ამასთან, Wave Tech-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ Ivan on Tech თავის არხზე არეკლამებს საეჭვო რეპუტაციის მქონე სავაჭრო პლატფორმებს და ბლოგერის დაბლოკვისკენ მოუწოდა: 

„მივმართავ YouTube-ის გუნდს, განაგრძეთ Ivan On Tech-ის ბლოკირება. BITCOIN GOING VERTICAL -  ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო განაცხადია. მისმა მოწოდებებმა - გადავიდნენ ზოგიერთი კრიპტობირჟის ბმულებზე - შესაძლოა ზიანი მიაყენოს მომხმარებლებსა და კრიპტოინდუსტრიას“. 

ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაციას აღნიშნულ შემთხვევაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ბლოგერების ვიდეოები კვლავ დაბლოკილია. 

2019 წლის დეკემბერში „მოდერაციის გარკვეული შეცდომების“ გამო YouTube-მა კრიპტო თემატიკის ასობით ვიდეო დაბლოკა. მრავალრიცხოვანი მომხმარებლის პრეტენზიების შემდეგ ჰოსტინგმა აღადგინა წვდომა კონტენტზე და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შესულა ძალაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.