Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კრიპტოვალუტების ცნობილი მომხრე და Wyoming Blockchain Coalition-ის თანადამფუძნებელი კეიტლინ ლონგი აცხადებს, რომ იქმნება ახალი ბანკი, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგულირებად სერვისებზე ციფრული ვალუტების სფეროში. პროექტში მონაწილეობას ასევე მიიღებს ტექნოლოგიური კომპანია Blockstream, რომელიც ცნობილია თავისი ემოქმედებით Bitcoin-ან მიმართებაში. 

ახალი ორგანიზაცია სახელად Avanti (იტალიურად - „წინ“) დარეგისტრა 6 იანვარს და დღემდე მიღებული აქს ინვესტიციები 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. 

Avanti ინსტიტუციონალიზებულ ინვესტორებს შესთავაზებს კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორების შესაძლებლობას, კასტოდიალურ სერვისებს, აგრეთვე ოპერაციებს ციფრუი ფასიანი ქაღალდებით. 

ამჟამად კომპანია ემზადება გააკეთოს განაცხადი, რათა მოიპოვოს სპეციალური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესებულების სახით საქმიანობის ნებართვა. განაცხადი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა Avanti უკვე მუშაობს რვა პროდუქტზე, რომლებიც ამჟამად ამერიკულ ბაზარზე მიუწვდომელია. მათგან ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ერთი - კასტოდიალური სერვისი security-ტოკენებისთვის. 

როგორც კეიტლინ ლონგმა აღნიშნა, რადგან აშშ-ს კანონმხდებლობის თანახმად სამეურვეო კომპანიებს არ შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების ფლობის სერვისების შეთავაზება, Avanti-ს მოქმედებ იდეალურად შეავსებს ამ ჩავარდნას. 

Avanti აგრეთვე თანამრომლობს კომპანია Blockstream-თან,  რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც იმ აპლიკციების, პროგრამულ-აპარატული უზრუნველყოფის მომწოდებელი, რომლებიც აუცილებელია ციფრული აქტივების შენახვისთვის. 

Blockstream-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბეკმა განაცხადა, რომ კომპანიის Bitcoin-Sidechain Liquid-ის გამოყენებით Avanti შეძლებს შექმნას „ერთიანი ფანჯარა“ ციფრული ვალუტების შესანახად, აგრეთვე შექმნის შესაბამის API-ს - როგორც მრავალ ხელმოწერის სისტემასთან, ისე ტრადიციულ საბანკო ქსელებს შორის სამუშაოდ. 

შეგახსენებთ, რომ კეიტლინ ლონგი წარსულში გახლდათ საბანკო ჰოლდინგ Morgan Stanley-ს დირექტორი და სტარტაპ Symbiont-ის ხელმძღვანელი. იგი ასევე იყო ციფრული აქტივების შესახებ არსებული რევოლუციური კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.