Jump to content

Recommended Posts

Posted

წლის დასაწყისში AMD-ის ხელმძღვანელი Lisa Su არაერთხელ დაჰპირდა საზოგადოებას ახალი აობის გრაფიკული გადაწყვეტილებების წარდგენას, რომელთა შორისაა ფლაგმანური პროდუქტი Navi სერიიდან. გამორიცხული არ არის, რომ ამ გრაფიკული პროცესორის ანონსი მზადებაში მონაწილეობს კომპანია SK Hynix, რომელიც გვთავაზობს HBM2e ტიპის მეხსიერებას. 

image.jpeg 

ერთ-ერთმა ბლოგერმა Twitter-ზე განათავსა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია SK Hynix-ის ოფიციალური დოკუმენტის ფრაგმენტი, სადაც აღწერილია ახალი გრაფიკული პროცესორის (არტიკულით - D32310 ან  D32315) სავარაუდო მახასიათებლები. შესაბამისმა პროდუქტებმა სერტიფიცირება უკვე გაიარეს სამხრეთ კორეაში, რაც ზემოხსენებული ინფორმაციის სიზუსტეზე მიუთითებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, CyberPunkCat 

თუკი ფოტოს მარჯვენა ნაწილს დავაკვირდებით, თვალში გვხვდება Radeon RX 5950XT - ცნობილია, რომ ხსენებული ვიდეო ბარათის PCB-დაფის შემუშავებაში მონაწილეობა SK Hynix-ის სპეციალისტებმა მიიეს. როგორც ჩანს, ისინი მუშაობდნენ HBM2e ტიპის მეხსიერების მიკროსქემების ინტეგრირებაზე, რომლებიც გამოყენებული იქნება გრაფიკულ პროდუქტებში.  

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ინტერნეტ-წყარო აღწერს AMD-ის გრაფიკული პროცესორის კონფიგურაციას, რომელშიც HBM2e ტიპის მეხსიერება იქნება გამოყენებული.  ფოტოზე წარმოდგენილი მაჩვენებლების მიხედვით არსებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.