Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კრიპტოსავალუტო ბირჟა Norwegian Block Exchange-ის (NBX) აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პლატფორმამ შექმნა საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურა, რომელიც ავიაკომპანია Norwegian Air Shuttle-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ბილეთები ციფრული აქტივებით. 

ახალი ფუნქცია დამდეგ გაზაფხულზე წარდგება, თუმცა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ ნორვეგიის მოქალაქეებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ბირჟა თავიდანვე მოიაზრებოდა, როგორც ავიაბილეთების კრიპტოვალუტით შეძენის მხარდამჭერი პლატფორმა. 

ავიაკომპანია Norwegian Air  1993 წელს დაარსდა და წარმოადგენს სკანდინავიის უდიდეს და ევროპის რიგით მესამე ავიაკომპანიას სიდიდით. 

ჯერჯეობით უცნობია რომელი კრიპტოვალუტების მხარდაჭერა ექნება ავიაკომპანიას. კომპანიის დამფუძნებლის შვილმა 2017 წელს იყიდა 3,5 მლნ ნორვეგიული კრონის ეკვივალენტის Bitcoin, რაც მიმდინარე კურსით დაახლოებით 380 ათასი აშშ დოლარის ტოლია. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ტაივანურმა კომპანია Far Eastern Air-მაც განაცხადა, რომ ემზადება ბილეთის საფასურად კრიპტოვალუტების მიღებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.