Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel უკვე საკმაოდ დიდი ხანია Apple-ისთვის უშვებს თავისი მობილური პროცესორების ექსკლუზიურ მოდელებს, რომლებიც შემდეგ გამოიყენება მხოლოდ MacBook-ში. ზოგიერთი სამომავლო MacBook, რომლებიც მიმდინარე წელს გამოვა, არ იქნება გამონაკლისი - მათთვის Intel სპეციალურ 10-ნანომეტრიან Ice Lake პროცესორებს ამზადებს. 

image.jpeg 

ერთ-ერთმა ცნობილმა ინტერნეტ-წყარომ 3DMark-ის მონაცემა ბაზაში აღმოაჩინა ჩანაწერები რამდენიმე პროცესორის ტესტირების შესახებ - ესენი გახლავთ Core i3-1000NG4, Core i5-1038NG7 და Core i7-1068NG7, რომელთა ოფიციალური წარდგენა ჯერ არ შემდგარა. ახალი პროცესორები რომ Ice Lake თაობას მიეკუთვნება, ამაზე მიუთითებს მათი დასახელების მსგავსება უკვე წარდგენილი მობილური Ice Lake პროცესორების დასახელებებთან, მაგალითად  Core i7-1068NG7 და Core i7-1068G7. 

image.jpeg 

პროცესორი Core i3-1000NG4, რომელიც უკვე წარდგენილი Core i3-1000G4-ის ანალოგია, როგორც ჩანს Core Y სერიის ჩიპებს მიეკუთვნება, შესაბამისად ფლობს შემცირებულ სიხშირეებსა და ენერგომოხმარებას (9/12 ვტ). ამ პროცესორს ექნება ორი ბირთვი, ოხი ნაკადი და ინტეგრირებული გრაფიკა Iris Plus 48 ბლოკით. ტესტების თანახმად, მისი ტაქტის სიხშირე მხოლოდ 1,1/2,3 გიგაჰერცს შეადგენს. სავსებით სარწმუნოა, რომ ეს პროცესორი გამოყენებულ იქნება სამომვლო MacBook Air-ის საბაზისო მოდიფიკაციაში. 

image.jpeg 

Core i5-1038NG7 და Core i7-1068NG7 კი გამორჩეული იქნებიან თავიანთი გაცილები მაღალი ტაქტის სიხშირეებითა და 28-ვატიანი TDP-ის დონით Core i7-1068G7 პროცესორის მსგავსად. ორივე ჩიპს ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი აქვს, ასევე გრაფიკა Iris Plus 64 ბლოკით. ცნობილია, რომ Core i5-1038NG7 მოდელის სიხშირე 2,0/3,6 გჰც-ია, Core i7-1068NG7-სა კი - 2,3/4,1 გჰც. ეს პროცესორები, დიდი ალბათობით, სამომავლო 13-დუიმიან MacBook Pro მოდელებს დაედება საფუძვლად. 

image.jpeg 

ჯამში ორი უფროსი მოდელი პრაქტიკულად ოთხმაგად აღემატება წარმადობით Core i3-1000NG4-ს, რაც დაკავშირებულია ტაქტის სიხშირეებსა და ბირთვი-ნაკადების დიდ სხვაობასთან. Core i3-ის ინტეგრირებული გრაფიკაც მნივნელოვნად ჩამორჩება უფროს მოდელებს იმავე მიზეზების გამო. რეალურად, ეს პროცესორები სხვადასხვა კატეგორიას მიეკუვნება და აქ გასაკვირი არაფერია, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ სამომავლო MacBook Air-სა და MacBook Pro-ს შორის მეტად დიდი განსხვავება იქნება წარმადობის თვალსაზრისით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.