Magdalena Posted February 21, 2020 Posted February 21, 2020 სუპერკომპიუტერული სისტემების სეგმენტში AMD უფრო და უფრო უკან იტოვებს Intel-ს და იზიდავს მსხვილ დამკვეთებს. გამომცემლობა HPC Wire გვაცნობებს, რომ 12,8 პეტაფლოპსი წარმადობის მქონე სუპერკომპიუტერი Cray Shasta განთავსდება აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ერთ-ერთ გამომთვლელ ცენტრში, მისისიპის შტატში. მის შემადგენლობაში შევა 7002-სერიის 4536 პროცესორი AMD EPYC და Volta-სერიის გამოთვლების 112 ამაჩქარებელი NVIDIA Tesla V100. დისკების მეხსიერების მოცულობა შეადგენს 14 პეტაბაიტს, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა - 590 ტერაბაიტს. გარდა ამისა, 1 პეტაბაიტი მოცულობის მონაცემები ინახება NVMe პროტოკოლის მხარდაჭერის მქონე დისკებზე. სისტემა ამოქმედდება 2021 ფისკალური წლის დასაწყისში და იგი შევა მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სუპერკომპიუტერების 25-ეულში. ხსენებული სუპერკომპიუტერი ამერიკის თავდაცვის სააგენტოს გამომთვლელი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროგრამაში დანერგილი პირველი სისტემა იქნება, რომლის წარმადობის მაჩვენებელი 10 პეტაფლოპსს აღემატება. https://overclockers.ru/hardnews/show/101828/novyj-voennyj-superkompjuter-obedinit-amd-epyc-i-nvidia-volta
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now