Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Binance-მა წარადგინა სერვისი Binance Cloud, რომელიც ბირჟის საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აამოქმედონ საკუთარი სავაჭრო პლატფორმები მზა ინფრასტრუქტურის ბაზაზე. 

ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Binance Cloud თავის ავზე აიღებს ბირჟის საქმიანობის ყველა „მოსაწყენ“ ასპექტს: ტექნიკურ კომპლექტაციასა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფას. სერვისი საშუალებას ილევა ამოქმედდეს ლოკალური სპოტ-და ფიუჩერსული ბაზრები, რომელთაც ექნებათ საბანკო API-სთან ინტეგრაციისა და ფიატურ ფულთან წყვილში ვაჭრობის შესაძლებლობა. 

Binance Cloud უზრუნველყოფს ბრენდის პერსონალიზაციის შესაძლებლობას და საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი პარამეტრები. 

უახლოეს მომავალში სერვისს დაემატება OTC (ბირჟისგარე გარიგებები), სტეიკინგი და ტოკენების გამოვების სერვისი IEO-თი. Binance-ის წარმომადგენლის თქმით ქლაუდ-სერვისის ბაზაზე არსებული პირველი ბირჟა მარტში ამოქმედდება. 

შეგახსენებთ, რომ Binance Cloud-ის ამოქმედება 8 თებერვალს დაანონსდა. იმ დროს აღმასრულებელმა დირექტორმა Binance DEX-ზე ლისტინგის საკომისიოდ 100 ათასი აშშ დოლარი დაასახელა. 

გასულ წელს p2p-პლატფორმა Hodl Hodl დაჰპირდა მომხმარებლებს, რომ გახსნი თავის კოდს, რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს აამოქმედოს საკუთარი სავაჭრო პლატფორმა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.