Magdalena Posted February 20, 2020 Posted February 20, 2020 მცირე ხნის წინ EVGA-მ წარადგინა პოპულარული RTX 2060 ვიდეო ბარათის საკუთარი ვერსია. ეს იყო პრაქტიკულად ეტალონური ვერსია 50 აშშ დოლარიანი ფასდაკლებით, რამაც განაპირობა მისი დიდი პოპულარობა გეიმერებს შორის. ოდნავ მოგვიანებით AMD-მ 279 აშშ დოლარად დაიწყო ახალი Radeon RX 5600 XT მოდელის გაყიდვა, რომელიც RTX 2060-ს აღემატება წარმადობით. როგორც გაირკვა, ASUS ამზადებს კიდევ ერთ „მწვანე“ ბარათს, რომელიც EVGA-ს ვერსიისგან განსხვავებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. ჯამში გამოვა სულ ორი მოდელი. პირველი - DUAL-RTX2060-6G-MINI, მეორე - DUAL-RTX2060-O6G-MINI. პირველი მათგანი ეტალონური ვერსიაა აჩქარების გარეშე 1365/1680 მჰც სიხშირით. მეორეს კი ქარხნული აჩქარება აქვს: 1365/1725 მჰც. ვიდეო ბარათი სიგრძეში 19.7 სმ-ია, სიმაღლეში - 12.1 სმ და საჭიროებს მხოლოდ ორ სლოტს. გაგრილებისთვის გამოიყენება ორი 90-მილიმეტრიანი ქულერი. ისეთ შემთხვევაში, თუკი სისტემაზე დატვირთვა მინიმალურია, ვენტილატორების ბრუნვა მთლიანად ჩერდება და ვიდეო ბარათი პრაქტიკულად უხმო ხდება. კვებისთვის საკმარისია ერთი 8-პინიანი კონექტორი. ვიდეო ბარათის მიახლოებითი ფასი 299 აშშ დოლარია, რაც ავტომატურად შეამცირებს Radeon RX 5600 XT ბარათის გაყიდვებს თანაც იმის გათვალსიწინებით, რომ ბარათი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33884/novaya-videokarta-geforce-rtx-2060-dual-mini-za-299-dollarov-mozhet-snizit-prodazhi-videokart-radeon-rx-5600-xt-do-minimuma Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.