Jump to content

Recommended Posts

Posted

მცირე ხნის წინ EVGA-მ წარადგინა პოპულარული RTX 2060 ვიდეო ბარათის საკუთარი ვერსია. ეს იყო პრაქტიკულად ეტალონური ვერსია 50 აშშ დოლარიანი ფასდაკლები, რამაც განაპირობა მისი დიდი პოპულარობა გეიმერებს შორის. ოდნავ მოგვიანებით AMD- 279 აშშ დოლარად დაიწყო ახალი Radeon RX 5600 XT მოდელის გაყიდვა, რომელიც RTX 2060-ს აღემატება წარმადობით. როგორც გაირკვა, ASUS ამზადებს კიდევ ერთ „მწვანე“ ბარათს, რომელიც EVGA-ს ვერსიისგან განსხვავებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. 

image.png 

ჯამში გამოვა სულ ორი მოდელი. პირველი - DUAL-RTX2060-6G-MINI, მეორე - DUAL-RTX2060-O6G-MINI. პირველი მათგანი ეტალონური ვერსიაა აჩქარების გარეშე 1365/1680 მჰც სიხშირით. მეორეს კი ქარხნული აჩქარება აქვს: 1365/1725 მჰც. ვიდეო ბარათი სიგრძეში 19.7 სმ-ა, სიმაღლეში - 12.1 სმ და საჭიროებს მხოლოდ ორ სლოტს. 

image.png 

გაგრილებისთვის გამოიყენება ორი 90-მილიმეტრიანი ქულერი. ისეთ შემთხვევაში, თუკი სისტემაზე დატვირთვა მინიმალურია, ვენტილატორების ბრუნვა მთლიანად ჩერდება და ვიდეო ბარათი პრაქტიკულად უხმო ხდება. კვებისთვის საკმარისია ერთი 8-პინიანი კონექტორი. ვიდეო ბარათის მიახლოებითი ფასი 299 აშშ დოლარია, რაც ავტომატურად შეამცირებს Radeon RX 5600 XT ბარათის გაყიდვებს თანაც იმის გათვალსიწინებით, რომ ბარათი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.