Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Jaguar Land Rover-მა წარადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს მეგაპოლისებისთვის განკუთვნილი მომავლის ელექტრო ტრანსპორტი: კონცეპტს სახელად ეწოდა Project Vector. 

image.jpeg 

ახალი სატრანსპორტო საშუალება  გახლავთ კომპექსური ინიციატივა Destination Zero-ს ნაწილი. ამ პროგრამის მიზანია მიღწეულ იქნას ნულოვანი მოცულობის მავნე გამონაბოლქვი, აღმოიფხვრას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და საცობები მოწინავე ტექნოლოგიებისა და პროდუქტების დანერგვის შედეგად. 

image.jpeg 

Jaguar Land Rover-ის მიზანია გახდეს ჩვენი პლანეტა უსაფრთხო, გარემო კი - ეკოლოგიური. სტრატეგიის განხორციელებას ხელ შეუწყობს ზემოხსენებული Vector-სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მზად არიან ავტოპილოტირების სისტემის დანერგვისთვის. 

image.jpeg 

კონცეპტ-ავტომობილი სიგრძეში დაახლოებით ოთხი მეტრია. ელექტრო ძრავის კომპონენტები და აკუმულატორები თავმოყრილია იატაკის ზონაში, რისი წყალობითაც უზრუნველყოფილია მოქნილი შესაძლებლობები სალონის შიდა სივრცის მოწყობისთვის. 

image.jpeg 

Vector-ს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია: მანქანის გამოყენება შესაძლებელია როგორც მგზავრების გადაყვანისთვის, ასევე კომერციული მიზნებით. 

image.jpeg 

2021 წლიდან ახალი მანქანების ტესტირებები დაიწყება ქოვენთრის გზებზე - ეს გახლავთ ქალაქი აღმოსავლეთ ინგლისის საგრაფო ვესტ-მიდლენდსში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.