Magdalena Posted February 20, 2020 Posted February 20, 2020 კომპანია Jaguar Land Rover-მა წარადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს მეგაპოლისებისთვის განკუთვნილი მომავლის ელექტრო ტრანსპორტი: კონცეპტს სახელად ეწოდა Project Vector. ახალი სატრანსპორტო საშუალება გახლავთ კომპლექსური ინიციატივა Destination Zero-ს ნაწილი. ამ პროგრამის მიზანია მიღწეულ იქნას ნულოვანი მოცულობის მავნე გამონაბოლქვი, აღმოიფხვრას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და საცობები მოწინავე ტექნოლოგიებისა და პროდუქტების დანერგვის შედეგად. Jaguar Land Rover-ის მიზანია გახდეს ჩვენი პლანეტა უსაფრთხო, გარემო კი - ეკოლოგიური. სტრატეგიის განხორციელებას ხელს შეუწყობს ზემოთხსენებული Vector-სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მზად არიან ავტოპილოტირების სისტემის დანერგვისთვის. კონცეპტ-ავტომობილი სიგრძეში დაახლოებით ოთხი მეტრია. ელექტრო ძრავის კომპონენტები და აკუმულატორები თავმოყრილია იატაკის ზონაში, რისი წყალობითაც უზრუნველყოფილია მოქნილი შესაძლებლობები სალონის შიდა სივრცის მოწყობისთვის. Vector-ს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია: მანქანის გამოყენება შესაძლებელია როგორც მგზავრების გადაყვანისთვის, ასევე კომერციული მიზნებით. 2021 წლიდან ახალი მანქანების ტესტირებები დაიწყება ქოვენთრის გზებზე - ეს გახლავთ ქალაქი აღმოსავლეთ ინგლისის საგრაფო ვესტ-მიდლენდსში. https://3dnews.ru/1003998 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.