Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მ მობილურ Ryzen 4000 სერიის მობილური პროცესორის დაანონსებისას არ დააკონკრეტა როდის გამოვა ბაზარზე მათ ბაზაზე შექმნილი ლეპტოპები. თუმცა ამჯერად ASUS-ის საფირმო შვეიცარიული მარკეტის წყალობით ცნობილი გახდა Ryzen 4000-ის მქონე მოწყობილობების გამოსვლის თარიღი და მათი ფასი.  

image.jpeg 

მარკეტმა თავის ასორტიმენტში დაამატა ASUS TUF Gaming ლეპტოპები, რომელთა კონფიგურაციებში წარმოდგენილია AMD Ryzen 5 4600H და Ryzen 7 4800H სხვადასხვა დისკრეტული გრაფიკუი ამაჩქარებლებით. ამ ლეპტოპების მიწოდების თარიღად მოხსენიებულია 2020 წლის 3 აპრილი, რაც შეესაბამება ამ დრომდე არსებულ ცნობებს, რომელა თანახმად AMD-ის ახალი თაობის მობილური პროცესორების მქონე პორტატული მოწყობილობების გაყიდვა მიმდინარე წლის მარტში ან აპრილში დაიწყებოდა. 

image.jpeg 

ზემოხსენებული მარკეტის ასრორტიმენტიდან ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელია ASUS TUF Gaming FA506II-HN195T. იგი აგებულია Ryzen 5 4600H პროცესორზე, აქვს GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათი, 512 გბ SSD და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. ამ კონფიგურაციის მოდელის ფასია 1094,6 შვეიცარიული ფრანკი, რაც დაახლოებით 1120 აშშ დოლარს უდრის. 

17.3-დუიმიანი ლეპტოპი ASUS TUF Gaming FA706II-H7005T ზემოთაღწერილი მოდელის მსგავსია კონფიგურაციის მიხედვით, თუმცა აქვს Ryzen 7 4800H პროცესორი და გაიყიდება 1270 აშშ დოლარად. ASUS FA706IU-H7101T მოდელი, რომელსაც GeForce GTX 1660 ვიდეო ბარათი და 1-ტერაბაიტიანი SSD აქვს, გაიყიდება 1525 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

და ბოლოს, ყველაზე ძვირადღირებული მოწინავე მოდელი გახლავთ ASUS TUF Gaming FA506IV-AL032T, რომელსაც აქვს Ryzen 7 4800H პროცესორი, GeForce RTX 2060 ვიდეო ბარათი, 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ SSD მეხსიერების მოცულობა. ეს ლეპტოპი ფასდება დაახლოები 1625 აშშ დოლარი. 

უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარიული ფასები ქვეყანაში არსებული მაღალი ბეგარის გამო ევროპის სხვა ქვეყნების ფასებზე მაღალი იქნება. შედარებისთვის, ლეპტოპი ASUS G531GU-AZ517T - Core i7-9750H პროცესორით, GeForce GTX 1660 ვიდეო ბარათით, 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ SSD მეხსიერებით ზემოხსენებულ მარკეტში 1800 აშშ დოლარზე მეტი ღირს. 

image.jpeg 

აქვე შეგახსენებთ, რომ Ryzen 5 4600H პროცესორს აქვს 6 ბირთვი Zen 2 და 12 ნაკადი, მისი ტაქტის სიხშირეებია 3,0/4,0 გჰც. Ryzen 7 4800H-ს აქვს რვა Zen 2 ბირთვი და 16 ნაკადი, მისი სიხშირეები კი 2,9/4,2 გჰც-ის ტოლია. ორივე პროცესორის TDP-ის დონე მხოლოდ 45 ვატია. 

Posted

თუ დააკვირდით ამდ კარტებით ფაქტიურათ არაა ჯერ-ჯერობით 7 ნანომეტრიანი მოდელები, სულ ნვიდიას კარტებითაა ძირითადათ, თვითონ არა აქვთ ჯერ მაგ დონის მობილური კარტები გამოშვებული

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.