Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-მა დაამატა კრიპტოვალუტების პირდაპირი შეძენის მხარდაჭერა Visa და MasterCard ბარათებით საგადასახაო პროცესორ Simplex-ის მეშვეობით. ჩამონათვალი მოიცავს 15 ქვეყნის ფიატურ ფულს. 

ახალი ფუნქციის მხარდაჭერა მიიღეს შემდეგმა ვალუტებმა: 

  • ფუნტი სტერლინგი (GBP); 

  • სამხრეთკორეული ვონა (KRW); 

  • რუსული რუბლი (RUB); 

  • ავსტრალიური დოლარი (AUD); 

  • შვეიცარული ფრანკი (CHF); 

  • ჩეხური კრონა (CZK); 

  • დანიური კრონა (DKK); 

  • ნორვეგიული კრონა (NOK); 

  • ახალზელანდიური დოლარი (NZD); 

  • პოლონური ზლოტი (PLN); 

  • შვედური კრონა (SEK); 

  • თურქული ლირა (TRY); 

  • სამხრეთაფრიკული რანდი (ZAR); 

  • უნგრული ფორინტი (HUF); 

  • ესრაელის შეკელი (ILS). 

მათი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომი იყო ციფრული ვალუტების პლასტიკური ბარათით შეძენისთვის, მაგალითად რუბლი, ფუნტი სტერლინგი და ჩეხური კრონა. მხოლოდ ექვსი (HUF, NOK, CHF, ZAR, ILS, NZD) ვალუტისთვის გახდა ანგარიშსწორების ასეთი ფორმა პირველად ხელმისაწვდომი. 

ბირჟის განცხადების ანახმად, Simplex-ით განხორციელებული გადახდები მომხმარებლებს ყოველ ტრანზაქციაზე საკომისიო მომსახურების საფასურის 2-3%-ს დაუზოგავს. 

სერვისის მეშვეობით საგადახდო ბარათებით მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Bitcoin Cash (BCH), Litecoin (LTC), XRP და  თავად Binance-ის ტოკენი BNB. 

Binance-ზე ამამად ჯამში მხარდაჭერილია კრიპტოვალუტების შეძენა 35 ფიატური ვალუტით. 

შეგახსენებთ, რომ ბირჟის ხელმძღვანელს 2020 წლისთვის გეგმაში აქვს 180 ქვეყნის ფიატური ვალუტის მხარდაჭერის დამატება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.