Jump to content

Recommended Posts

Posted

რაუდფანდინგ-პლატფორმა Xiaomi Youpin-ზე წარმოდგენილია „ყველაფერი ერთში“ - კატეგორიის ახალი დესკტოპ კომპიუტერი Ningmei CR600, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აგებული. 

image.jpeg 

მონობლოკს 23.8-დუიმიანი IPS-დისპლეი აქვს. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, ხედვის კუთხე - 178 გრადუსს. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის სიმაღლე 130 მილიმეტრის ფარგლებში. 

მოწყობილობაში გამოყენებულია Coffee Lake თაობის პროცესორი. ეს შესაძლოა იყოს ექვსბირთვიანი ჩიპი Core i5-9400 (2,9–4,1 გჰც) ან ოთხბირთვიანი პროცესორი Core i3-9100 (3,6–4,2 გჰც). ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომია ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 630. 

image.jpeg 

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემა შენახვის ქვესისტემის შემადგენლობაში კონფიგურაციის მიხედვით გამოყენებულია 512 ან 256 გბ SSD და 1 ტბ მოცულობის მყარი დისკი. 

მონობლოკის არსენალში შედის Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერი, ოთხი USB 3.0 და ორი USB 2.0 პორტი. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10. 

მოწყობილობის ფასი 450 აშშ დოლარიდან იწყება. კომპლექტში შედის უსადენო მაუსი, უსადენო კლავიატურა და მაუსპედი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.