Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

გერმანიის ფედერალური ფინანსური სამეთვალყურეო ორგანოს (BaFin) მონაცემებით უკვე ორმოცზე მეტი ბანკია დაინტერსებული - მიიღო ლიცენზია კრიპტოსავალუტო დეპოზიტარულ სერვისებზე - გვაცნობებს Handelsblatt. 

2020 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა განახლებული კანონი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც საჭიროებს ლიცენზიის მიღებას, რათა დაწესებულებამ მომხმარებლებს წარუდგინოს ონლაინ-ბანკინგის სერვისი, რომელიც მოიცავს ოპერაციებს აქციებით, ობლიგაციებითა და კრიპტოვალუტებით. 

კომპანიებისთვის, რომლებიც ამ დრომდე მუაობდნენ ამ სფეროში, გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი 2020 წლის ნოემბრამდე, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან მარტამდე აცნობონ BaFin-ს, რომ აპირებენ ნებართვის მიღებას. 

გამომცემლობის თანახმად, მსგავსი გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ბერლინურმა ბანკმა - SolarisBank AG. ძველად ბანკმა დაარეგისტრირა შვილობილი კომპანია Solaris Digital Assets კრიტოსავალუტო კასტოდიალური მომსახურების გაწევისთვის. 

SolarisBank-ის კრიპტო-ბანკინგის განყოფილების ხელმძღვანელის - მიკაელ ოფერმანის თქმით ციფრული აქტივები კარდინალურად ცვლიან ბაზარს. 

„როგორც კი გამარტივდება Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების შეძენა-შენახვა, ჩვენ მნიშვნელოვა ზრდას მოველით“ - დაამატა მან. 

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გერმანიაში ქვეგანყოფილება გახსნა კრიპტოვალუტების კასტოდიალური სერვისების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანია BitGo-მ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.