Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI- გამოუშვა პორტატული კომპიუტერი Limited Edition Rose Pink Prestige 14, რომელიც უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის. 

image.jpeg 

მოწყობილობა ორიგინალურ, ვარდისფერ ფერში გადაწყვეტილი. კომპლექტში შედის ლეპტოპის ჩანთა, მაუსი და გასაღებების ბრელოკი, რომლებიც ასევე ვარდისფერია. 

image.jpeg 

ლეპტოპი წარმადობის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს ფლობს. კერძოდ, მასში გამოყენებულია Intel Core i7-10710U პროცესორი, რომელიც ფუნქციონირებს LPDDR3-2133 DRAM სტანდარტის 16 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. 

დისპლეის დიაგონალი 14 დუიმის ტოლია და აქვს  4K ან Full HD გაფართოება მოდიფიკაციის მიხედვით. მოწყობილობას აქვს 100%-იანი Adobe RGB ფერთა გამის მხარდაჭერა. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce GTX 1650. 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შედის 512 გბ მოცულობის SSD, Wi-Fi 6 და Bluetooth უსადენო კავშირების ადაპტერები, სტერეოფონური დინამიკები და ვებ-კამერა ინფრაწითელი სენსორით. 

image.jpeg 

ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია ორი Thunderbolt 3 კონექტორი, ორი პორტი USB Type-A, HDMI 2.0 და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. 

მდედრობითი სქესისთვის განკუთვნილი MSI Limited Edition Rose Pink Prestige 14 ხელმისაწვდომია 1400 აშშ დოლარად. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.