Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სმარტფონების მწარმოებელი პოპულარული ჩინური კომპანიები - Huawei, Oppo, Vivo და Xiaomi აერთიანებენ ძალებს და აპირებენ შექმნან აპლიკაციების მარკეტი. ამ მიზნის მისაღევად მათ შექმნეს გუნდი, სახელწოდებით Global Developer Service Alliance (GDSA). ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მსგავს მარკეტში, მასში ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციები, თამაები, მუსიკა და კინო. 

კომპანია Canalys-ის მობილური ქვეგანყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლ პენგმა განაცხადა, რომ ეს კომპანიები გეგმავენ გამოიყენონ თავიანთი უპირატესობები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. Xiaomi-ს პოზიციები ძლიერია ინდოეთში, Vivo და Oppo კარგად წარმოაჩენენ თავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, Huawei კი - ევროპაში. ამის ხარჯზე GDSA აპირებს მარკეტი ხელმისაწვდომი გახადოს მოლიონობით მომხმარებლისთვის და გახდეს Google Play-ს კონკურენტი. 

image.jpeg 

ასეთი სახით ჩინური კომპანიაები ცდილობენ თავი დაიცვან Google-ის სერვისებზე წვდომის დაკარგვის ალბათობისგან, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა Huawei-მ. Oppo, Vivo და Xiaomi ჯერჯერობით ასეთი პრობლემის წინაშე არ დამდგარან, თუმცა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის პირობებში გამორიცხული არაფერია. აპლიკაციების მარკეტი კარგი გადაწყვეტილებაა ისეთი შემხვევისთვის, თუკი აშშ-ის შავ სიაში Huawei-ს გარდა სხვა კომპანიებიც შევლენ. 

კომპანიები ეცდებიან ანტრეპრენერები მიიზიდონ აპლიკაციების პოვნის მარტივი პროცესით. Google-ის მარკეტში მილიონობით პროგრამაა და კონკრეტული აპლიკაციის პოვნა არც ისე ადვილია. ბუნებრივია, შემოსავალიც უმნიშვნელოვანესია: Google ამჟამად შემოსალის 30 %-ს იღებს აპლიკაციების, ფილმებისა და წიგნების გაყიდვით. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.