Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Micron-მა განაცხადა, რომ სმარტფონებისთვის განკუთვნილი LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების პირველი ნაკადი მასობრივ წარმოებაშია და უკვე მიეწოდება მომხმარებლებს. ახალი ჩიპები ბევრად სწრაფი და ეფექტურია, ვიდრე LPDDR4x. 

 image.jpeg

Micron-ის LPDDR5 მეხსიერება ხელმისაწვდომია 6,8 და 12 გიგაბაიტიან ვერსიებად და გვავაზობს 5,5 გბიტ/წმ და 6,4 გბიტ/წმ სიჩქარეს კონტაქტზე. ბოლო მაჩვენებელი 50 %-ით მაღალია ყველაზე სწრაფ LPDDR4x ჩიპების მაჩვენებელზე (4266 მბიტ/წმ კონტაქტზე). Micron აგრთვე გვაცნობებს, რომ 20 %-ით არის შემცირებული ენერგომოხმარება LPDDR4x ჩიპებთან შედარებით. 

კომპანია გვპირდება, რომ მალე შემოგვთავაზებს მრავალჩიპიან შეფუთვებს, სადაც გაერთიანებული იქნება LPDDR5 კრისტალები და სწრაფი UFS მოდულები ფლეშ-მეხსიერების ბაზაზე - ეს პროდუქტები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში და, როგორც ჩანს, ანტრეპრენერებს საუალებას მისცემს დაზოგონ არა მხოლოდ რესურსები, არამედ სმარტფონების შიდა სივრცეც. 

LPDDR5 ჩიპები უპირველეს ყოვლისა მიმდინარე წლის ფლაგმანურ სმარტფონებში იქნება გამოყენებული. თუმცა Micron-ის სამიზნეა ასევე საავტომობილო ელექტრონიკა და ქსელური აღჭურვილობა - 5G ქსელისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გავრცელება ახდენს უფრო სწრაფ მეხსიერებაზე მოთხოვნის სტიმულირებას. 

ერთ-ერთი პირველი პროდუქტი, რომელშიც ახალი LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერება იქნება გამოყენებული - გახდება ფლაგმანური სმარტფონი Xiaomi Mi 10. აგრეთვე, ZTE-მაც უკვე განაცხადა, რომ ამ სტანდარტის მეხსიერებას გამოიყენებს Qualcomm Snapdragon 865-ის ბაზაზე არსებულ Axon 10s Pro მოწყობილობაში. 

 

  • Like 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.