Jump to content

Recommended Posts

Posted

5 თებერვალს ორივე წამყვანმა კრიპტოვალუტამ დააფიქსირა 2020 წლის მაქსიმუმი. Bitcoin ავიდა 9600 აშშ დოლარს ზემოთ, Ethereum-ის კოტირებებმა კი 200 აშშ დოლარს გადააჭარბა  (CoinGecko-ს მონაცემები). 

image.jpeg 

ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მესამე ციფრული აქტივ Ripple-ის XRP მონეტამაც განაახლა მაქსიმუმი კომპანიის ახალი პარტნიორობის ფონზე. 

ძველად CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ RSI-ს ინდიკატორის დაღმავალი ტრენდის არღვევის შემხვევაში მოხდება Bitcoin-ის რეტესტი 9600 აშშ დოლარის დონეზე. 

ასეთივე აზრს უჭერს მხარს რამდენიმე წამყვანი ანალიტიკოსიც. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პირველი კრიპტოვალუტა სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდება 9800 აშშ დოლარიანი ნიშნულის სიახლოვეს, ამ დონის გარღვევა გზას გაუხსნის ლოკალურ მაქსიმუმს დაახლოებით 13800 ან 17 ათასდოლარიანი ნიშნულისკენაც კი. 

სერვის Skew-ს ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მარტისა და ივნისის Bitcoin-ფიუჩერსების ფასმა 10 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. 

image.jpeg 

Ethereum-ისთვის 200 აშშ დოლარიანი ნიშნულის გადალახვა წინააღმდეგობის მნიშვნელოვან დონეს წარმოადგენს და იგი გზას გაუხსნის მონეტას 260 აშშ დოლარისკენ -  მიიჩნევს ანალიტიკოსთა ნაწილი.  

შეგახსენებთ, ანალიტიკური კომპანია Fundstrat Global Advisors-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს Bitcoin-ის ფასი 100%-ით გაიზრდება. Fundstrat-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი კი თვლის, რომ ციფრული ოქროს ფასი ნახევარი წლის განმავლობაში 197%-ით მოიმატებს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.