Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Samsung-მა წარადგინა 2E მესამე თაობის მეხსიერების ახალი ჩიპი სახელწოდებით Flashbolt. 16 გიგაბაიტიანი HBM2E მოდული გამოყენებული იქნება სუპერკომპიუტერებში, რომლებიც განკუთვნილია დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიტიკური გამოთვლებისთვის, ის აგრეთვე გამოყენებას ჰპოვებს უახლეს გრაფიკულ გადაწყვეტილებებში.  

წინა მოდელ HBM2 Aquabolt-ს აქვს 8 გბ მოცულობის მეხსიერება და ახალ მოდულს ჩამორჩება წარმადობითა და ენერგოეფექტურობით. კომპანიის ოფიციალურ პრეს-რელიზში მოცემულია, რომ ორჯერ მეტი მოცულობა მიღწეულ იქნა მატრიცაზე DRAM-ჩიპის რვა ფენის ვერტიკალური განთავსებით, ტექნოპროცესი კი 10-ნანომეტრიანი. HBM2E მოდულები ერთმანეთთან დაკავშირებული 40 ათასზე მეტი სილიკონის ჭრილით. თიოეულ კრისტალზე მათი რაოდენობა 5600-ია. 

ახალი ტიპის ჩიპის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 3,2 გბიტ/წმ-ს, რისი რეალიზებაც შესაძლებელი გახდა სიგნალების გადაცემის სქემების ოპტიმიზაციის შედეგად. მაქსიმალური შესაძლო სიჩქარე 4.2 გბიტ/წმ შეადგენს.  

Samsung-ი არ აპირებს Aquabolt-ის გამოშვებაზე უარის თქმას უახლოეს მომავალში. Flashbolt ჩიპების მასიური წარმოება უახლოეს თვეებში დაიწყება. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.