Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის დისკრეტული DG1 ბარათების შესახებ პირველად ცნობები ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემთა ბაზაში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა. იანვარში ცნობილი გახდა, რომ Intel-ის შესაბამისი ვიდეო ბარათები უახლოეს დროში გავრცელდება მხოლოდ ანტრეპრენერებს შორის. ამჟამად კი ევრაზიის ეკონომიკურ კომისიაში გამოჩნდა DG1-ის კუთვნილი ახალი აქსესუარები. 

image.jpeg 

თებერვლის დასაწყისში მონაცემთა შესაბამის ბაზაში დაფიქსირდა ერთდროულად სამი პროდუქტი, რომლებიც Intel DG1-თანაა დაკავშირებული. ესენია: გარკვეული კომპლექტი ანტრეპრენერებისთვის, დასახელებით - DGD13KEF2B, იგი ფიგურირებს “pre-beta” სტატუსით, დანარჩენი ორი კომპლექტი - DGD14KEF1Q და DGD14KIM1Q  კი კვალიფიკაციური ნიმუშის სტატუსს ატარებ. კონკრეტულად რა სახის პროდუქტებია, ჯერჯერობით უცნობია.  

image.png 

ხსენებულ პროდუქტებზე ნუმერაციამ ოქტომბრის შემდეგ ევოლუცია განიცადა და „მზადყოფნის წინა სტადიიდან“ კვალიფიკაციურ ნიმუშებამდე ეტაპს მიაღწია.  

image.png 

 

ხსენებული თაობის პროდუქტი ბაზარზე უნდა გამოჩნდეს მიმდინარე წლის ბოლომდე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ ყველაფერი მობილური სეგმენტით შემოიფარგლოს. არაოფიციალური მონაცემების თანახმად, თავად კომპანიაშიც არ არის შეთანხმებული სტრატეგია Xe თაობის დისკრეტული და ინტეგრირებული გრაფიკის ერთდროულად ბაზარზე გამოსვლის შესახებ. 

  • Like 1
Posted

ამ დაბრაკული პროცესორით გაკეთებულ რაჯას მაიმუნობას რა აქსესუარები უნდა? ????

Posted

ესენი მე როგორც მივხდი ყოფილა ვეგას ინტეგრირებული ვიდეოკარტების კონკურენტები, ყოველ შემთხვევაში ეგ იაფიანი მოდელები, რახან თვითონ ინტეგრირებული ინტელის ვიდეოკარტები, რაც პროცესორებს მოყვებოდა უფრო სუსტები იყვნენ მაგ ვეგებზე, ესენი კი უფრო ახლოს იქნებიან წარმადობით, არანაირი გეიმერული კარტები ეგ არაა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.