Jump to content

Recommended Posts

Posted

2018 წელს ექვსწლიანი შესვენების შემდეგ AMD-მ განაახლა Scuderia Ferrari-ის ფინანსური მხარდაჭერა, ამჯერად კი დრო მოვიდა - მხარი დაუჭიროს ბოლო ექვსი სეზონის ჩემპიონს - Mercedes-AMG Petronas-ს. 

image.jpeg 

ერთობლივ პრეს-რელიზში პარტნიორებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლობის ფარგლებში AMD-ის ლოგოტიპი დაამშვენებს Mercedes-AMG Petronas-ის სარბოლო ბოლიდებს, პილოტებისა და პერსონალის ფორმებს, აგრეთვე დამახმარე აღჭურვილობას. გარდა ამისა, ტექნიკური სპეციალისტები აღჭურვილობაში მიიღებენ AMD EPYC სერვერულ პროცესორებსა და ლეპტოპებს Ryzen PRO მობილური პროცესორების ბაზაზე. ახალი სიმბოლიკით დატვირთული Mercedes-AMG Petronas-ის ბოლიდის პირველი გარბენა 14 თებერვალს შედგება. 

ეს არ გახლავთ AMD-ის პირველი ტექნიკური თანამშრომლობის შემთხვევა Formula 1-ის გუნდებთან. ზემოთხსენებული Scuderia Ferrari-ს გარდა 2018 წელს კომპანია Haas-ის ტექნიკურ სპეციალისტებს წვდომას აძლევდა სუპერკომპიუტერ Cray CS500-ზე, რომელიც აწყობილი იყო EPYC 700 პროცესორების ბაზაზე და განკუთვნილი გახლდათ აეროდინამიკის სფეროში გამოთვლებისთვის. Ferrari-სთან თანამშრომლობასაც დიდი ისტორია აქვს - პარტნიორები სუვენირებსაც კი უშვებდნენ. 

  • Like 1
Posted

ხო ფერარისთან თანამშრომლობდენ, ეხლა მერსედესზე გადასულან

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.