Magdalena Posted February 5, 2020 Posted February 5, 2020 კომპანია GIGABYTE-მა გამოუშვა მონიტორი Aorus F127Q, რომელიც გათვლილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებში გამოსაყენებლად. პანელი დიაგონალზე 27 დუიმია. გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს, რაც QHD ფორმატს შეესაბამება. მონიტორს აქვს მაღალხარისხიანი IPS მატრიცა. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. თვალთახედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. მოწყობილობაში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync. იგი უზრუნველყოფს კადრების ცვლილების სინქრონიზაციას გრაფიკულ ბარათსა და დისპლეის შორის. შედეგად მაღლდება დინამიურობისა და სინქრონულობის დონე, შესაბამისად - თამაშის პროცესის ხარისხი. ხელმისაწვდომია ფუნქციები Picture-in-picture (PIP) და Picture-by-picture (PBP). სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების ფართო შესაძლებლობებს, შესაძლებელია ეკრანის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტისაში. მონიტორში ხელმისაწვდომია ტექნოლოგია Black Equalizer, რომელიც პასუხისმგებელია გამოსახულების ჩაბნელებული სივრცეების ხილვადობის გაუმჯობესებაზე. GameAssist საშუალება გეიმერებს სთავაზობს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა სამიზნის ჯვარედინი მონიშვნა, ტაიმერი და კადრების მრიცხველი. Aorus F127Q მონიტორის შეძენა შესაძლებელია 500 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/1002896
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now