Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung არწმუნებს Microsoft-ს - დაუმატოს Xbox-კონსოლებს მსხვილფორმატიანი მონიტორების მხარდაჭერა - გვაცნობებს რესურსი PCGamesN. ამის ხარჯზე კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ გააფართოვებს მონიტორების მომხმარებელთა ბაზას დესკტოპ კომპიუტერების ფარგლებს გარეთ. 

image.jpeg 

მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას მსხვიფორმატიან მონიტორებს თავიანთი გეიმინგ დესკტოპ სისტემებისთვის. 21:9 და 32:9 სტანდარტების გვერდების შეფარდების მქონე დისპლეები სულ უფრო პოპულარული ხდება, პარალელურად იზრდება მათი გაფართოება: ხელმისაწვდომია მოდელები არა მარტო 1440p, არამედ 4K გაფართოებით. მსხვილფორმატიანი მონიტორების მზარდი პოპულარობა მარტივად აიხსნება: ისინი ჩაანაცვლებენ ორ ეკრანს და თანაც მომხმარებელს ექნება ერთიანი სრული პანელი ჩარჩოებით გაყოფილი ორი დისპლეის ნაცვლად. 

მსგავსი მონიტორების პოპულარობის ზრდასთან ერთად იმატებს მაღალი გაფართების მხარდაჭერის მქონე თამაების რიცხვიც, რომელთა ორის პლატფორმათშორისი თამაშებიცაა, თუმცა ამ ტიპის თამაშები გვთავაზობენ ზემაღალ გაფართოებას მხოლოდ პერსოალური კომპიუტერისთვის განკუთვნილ ვერსიებში. არც Xbox One-ს, არც PlayStation 4-ს არ აქვს 16:9 ტიპის გვრდების შეფარდებაზე მაალი სტანდარტის მონიტორების მხარდაჭერა სისტემურ დონეზე. რა საკვირველია, შესაძლებელია კონსოლებთან მსხვილფორმატიანი მონიტორის მიერთება, თუმცა უკეთეს შემხვევაში მიიღებთ გამოსახულებას გვერდებზე მსხვილი შავი ზოლებით, უარეს შემთხვევაში კი - დამახინჯებულ გამოსახულებას. 

image.jpeg 

Samsung-მა გადაწყვიტა დაარწმუნოს Microsoft - დაამატოს მსხვილფორმატიანი მონიტორების მხარდაჭერა კონსოლებზე. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის წინ Samsung მუშაობდა Microsoft-თან ერთად სხვადსხვა თამაშში უმაღლესი გაფართოების დანერგვაზე, თუმცა მომხმარებლებამდე შედეგი არ მისულა. ამჟამად ეს საქმიანობა განახლდა, თუმცა ამ დროისთვის არ დაზუსტებულა ახალი მონიტორების მხარდაჭერას მიიღებენ აქტუალური Xbox One კონსოლები თუ ხსენებული ფუნქცია გამოჩნდება მხოლოდ ახალ Xbox Series X-ში. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.