Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კრიპტოსავალუტო კომპანია Coinbase ირლანდიაში აამოქმედებს ახალ კასტოდიალურ ქვეგანყოფილებას, რომელიც განკუთვნილია ევროპელი მომხმარებლების მომსახურებისთვის. 

პრეს-რელიზის თანახმად, Coinbase Custody International დუბლინში დაფუძნდება. 

კომპანიამ კასტოდიალური სერვისი Coinbase Custody აამოქმედა 2017 წელს ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. დღესდღეობით მის საცავებში არსებული კრიპტოსავალუტო აქტივების ღირებულება 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამ ფაქტს ნაწილობრივ Xapo-ს შეძენამ შეუწყო ხელი. 

2018 წლიდან Coinbase Custody უკვე ემსახურება ევროპელ მომხმარებლებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, შვეიცარიას, გერმანიასა და ნიდერლანდს. ევროპის ტერიტორიაზე ქვეგანყოფილების ამოქმედება უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ლოკალიზებული სახით ადგილობრივი პერსონალითა და კანონმდებლობის შესაბამისად -  აღნიშნავს კომპანია. 

„ჩვენ ვთავაზობთ სერვისებს იმავე რეგიონიდან, სადაც მომხმარებლები იმყოფებიან. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მათ მიიღონ მეტი იურიდიული და ნორმატიული გამჭვირვალობა“ - ნათქვამია პრეს-რელიზში. 

მომსახურების სპექტრის გაფართოების მიზნით კომპანია აპირებს დაამატოს დიდი რაოდენობით აქტივების მხარდაჭერა და აამოქმედოს ახალი ფუნქციები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.