Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება ინფორმაცია AMD-ის ფლაგმანური “Big Navi” ვიდეო ბარათის შესახებ. კომპანია ამტკიცებს, რომ ბარათი განკუთვნილი იქნება 4K თამაშებისთვის, რაც მილიონობით გეიმერს გაახარებს, რომლებიც შეზღუდულნი არიან მიმდინარე თაობის გრაფიკული ადაპტერების შესაძლებლობებით. საზოგადოება ელოდება ყველაზე მაღალი წარმადობის ვიდეო ბარათს AMD-სგან, თუმცა კომპანია NVIDIA როგორც ჩანს მისი გეგმისთვის ხელის შეშლას აპირებს. 

image.png 

უახლესი ინფორმაციით NVIDIA გეგმავს 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათის გამოშვებას Turing-არქიტექტურის ბაზაზე. Ampere და Hopper შესანიშნავი ბარათები იქნება, თუმცა მათ გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, კონკურენტისთვის გზის მოჭრა და გადასწრება კი ახლავე საჭირო. ინტერნეტ-წყაროები ამტკიცებენ, რომ NVIDIA-ს გეგმებში შედის GeForce RTX 2080 Ti SUPER ბარათის გამოშვება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ეს ვიდეო ბარათი ბევრად სწრაფი არ იქნება ამამად არსებულ მოდელზე, თუმცა შემოგვთავაზებს წარმადობის აუცილებელი მატების საშუალებას, რამაც შესაძლებელია “Big Navi”-ს სიმძლავრე გადაფაროს.  

ანალიტიკოსების აზრით ამგვარი მიდგომა იქნება არა მარტო ადვილი, არამედ იაფიც. უფრო მეტიც - გადაწყვეტილების წყალობით შესაძლებელი გახდება ბაზრის მოხოვნებსა და გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება, რაც დიდიწილად განსაზღვრავს კიდეც ფასს. ინტერნეტ-წყაროების მტკიცებით GeForce RTX 2080 Ti SUPER გამოვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.