Jump to content

Recommended Posts

Posted

გავრცელებული ცნობები, რომ ავტოკონცერნი General Motors (GM) წარადგენდა ბრენდ Hummer-ის ელექტრიზებულ პიკაპს, რეალობა აღმოჩნდა. კომპანიამ გამოუშვა სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც განკუთვნილი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ თამაშზე საჩვენებლად. ხსენებული ვიდეოთი ცნობილი ხდება, რომ დაგეგმილია  ელექტრო ძრავის მქონე პიკაპ Hummer-ის პრეზენტაცია. 

image.jpeg 

ვიდეოს დევიზია „Quiet Revolution is coming“ (ჩუმი რევოლუცია იწყება“) და მასში ნაჩვენებია ახაი მოდელის გარკვეული მახასიათებლები. ელექტრო Hummer 0-დან 60 მილი/სთ სიჩქარეს (97 კმ/სთ) განავიარებს 3 წამში, ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას შეადგენს. 

ვიდეორგოლის თანახმად ელექტრო პიკაპ GMC Hummer-ის წარდგენა მოხდება 2020 წლის 20 მაისს დეტროიტში მდებარე General Motors-ის ქარხანაში, სადაც მიმდინარეობს კიდეც მანქანის აწყობა. აგრეთვე ცნობილია, რომ ახალი ელექტრომობილის შეძენა შესაძლებელი გახდება 2021 წლის შემოდგომიდან. 

ამრიგად, მოცემული მომენტისთვის უცნობია ელექტრომობილის გავლის მარაგი და მისი სხვა მახასიათებლები. თუმცა GMC-ის კომუნიკაციების მენეჯერმა Stuart Fowle-მა რესურს Electrek-ს განუცხადა: „გავლის მარაგი აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი იქნება სხვა დაანონსებულ ელექტრო პიკაპებთან შედარებით“. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.