Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორ ჩანს, კორონავირუსი უკვე იწყებს გავლენის მოხდენას მსოფლიო ინდუსტრიაზე. ჩინეთის ხელისუფლება იძულებულია მის გამო შეაჩეროს სხვადასხვა ქარხნის საქმიანობა, დასავლური კომპანიები კი ზღუდავენ თანამშრომლების ჩინეთში ვიზიტებს. 

image.jpeg 

იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს, ჩინეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა გადაადგილებასა და ტვირთის გადაზიდვაზე, რათა სიტუაციაზე კონტროლი მოიპოვოს.  

ცხადია, მოცემული ვითარება ტექნოლოგიურ სექტორზეც აისახა. როგორც რესურსი Zerohedge იტყობინება, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა Foxconn-ისა და Samsung-ის რამდენიმე ქარხანა დროებით გააჩეროს. ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ წარმოების შეერებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების პროვოცირება. 

რესურს MarketWatch-ის აზრით ჩინეთში წარმოების იძულებითი შეჩერებით შესაძლოა მოგება ამერიკულმა ჩიპების მწარმოებლებმა ნახონ. “ნებისმიერი გაურკვევლობა ან შეფერხება ნახევარგამტარი პროდუქციის წარმოება-მიწოდებისას ნეგატიურ გავლენას იქონიებს მომწოდებლებზე. იმ შემხვევაში, თუკი ეპიდემიის მასშტაბები გაიზრდება, მოგებას ნახავენ ჩინეთის ფარგლებს გარეთ არსებული მეხსიერების მომწოდებლები, მაგალიად Micron, Western Digital და სხვები“ - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

რესურსი The Verge აცხადებს, რომ Facebook-მა, Razer-მა და LG-მ შეზღუდეს ანამშრომლების გამგზავრება ჩინეთში. როგორც Bloomberg წერს, ჩინეთიდან დაბრუნებულ Facebook-ის თანამშრომლებს გაეწიათ რეკომენდაცია - ჯერჯერობით სახლიდან იმუშაონ. 

რთულია ამ ეტაპზე ვივარაუდოთ, რამდენად სერიოზულად აისახება მოცემული ვითარება ინდუსტრიაზე, თუმცა კრიტიკული სიტუცია მიგვანიშნებს სამომავლო ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.