Jump to content

Recommended Posts

Posted

2019 წელს გამოვიდა AMD Ryzen პროცესორების მესამე თაობა, რომლის წარმომადგენლები დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და Zen 2 არქიტექტურაზე. ეს მოვლენა ბაზრისთვის ნამდვილი გარღვევა აღმოჩნდა, იგი დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად არ მიიწევდა წინ და წელიწადში მხოლოდ 5%-ით იზრდებოდა. 

image.png 

ბევრი მომხმარებელი „წითელი კომპანიიას“ პროდუქციას დღემდე უნდობლად უყურებს და ამტკიცებს, რომ გეიმინგისთვის Intel-ის უფრო მაღალი ტაქტის სიხირეების მქონე პროცესორები უკეთესია. მაგრამ დაუშვებელია არ აღინიშნოს AMD-ის უზარმაზარი წვლილი ფასების კლებაში, რამაც განაპირობა მასიური სეგმენტის გადასვლა 6-ბირთვიან ჩიპებზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ წითლების გუნდი კონკურენტს თავისი დაუჯერებელი ფასებით უტევს, მალე ყველა მსურველი შეძლებს შეიძინოს მაღალი წარმადობის მქონე 8-ბირთვიანი, 16-ნაკადიანი პროცესორი. ჩვენს წინაშეა ნამდვილი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ თამაშს გაუმკლავდება და თანაც რთულ სამუშაო აპლიკაციებში აღემატება Intel-ის ყველაზე მძლავრ და ძირადღირებულ პროცესორებს. 

image.png 

Amazon-ზე გაჩნდა შესაძებლობა - შეიძნოთ მძლავრი პროცესორი Ryzen 3800X დაუჯერებელ 339 აშშ დოლარად. უნდა აღინიშნოს, რომ მისი რეკომენდირებული ფასი 400 აშშ დოლარს შეადგენდა. უფრო მეტიც, დიდი ხნის მანძლზე მის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი იმდენად დიდი იყო, რომ მისი 450 აშშ დოლარზე იაფად შეძენა უბრალოდ არარეალური გახლდათ. უცნობია, რას უკავშირდება AMD-ის მხრიდან ამგვარი გულუხვობა. შესაძლოა, კომპანია ემზადება ახალი პროცესორების გამოსვლისთვის, ან მოვიდა დრო, რომ აჩვენოს Intel-ს - ვინ არის ნამდვილი მბრძანებელი პროცესორების ბაზარზე. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ Ryzen 3700Х მოდელის შეძენა სულ რაღაც 325 დოლარადაა შესაძლებელი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.