Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Nasdaq-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადენა ფრიდმანმა Bloomberg-ან საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოში სიდიდით მეორე საფონდო ბირჟა კვლავ განიხილავს Bitcoin-ის ბაზაზე ფიუჩერსების გამოშვების შესაძლებლობას. 

მისი თქმით კომპანია ამჟამად აფასებს მსგავსი პროდუქტების ამოქმედების მიზანშეწონილობას და აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ფრიდმანმა დაამატა, რომ Nasdaq-ი ისურვებდა ისეთი კონკურენტუნარიანი ფინანსური ინსტრუმენტის ამოქმედებას, რომელიც განსხვავდება ბაზარზე უკვე არსებულისგან. გარდა ამისა, კომპანიას აღელვებს საკითხები, რომლებიც ეხება ეფექტური რისკ-მენეჯმენტის უზრუნველყოფას ახალი პროდუქტების კონტექსტში. 

„პირველი, რაშიც უნდა დავრწმუნდეთ პროდუქტის შექმნისას - გამოიყენებს თუ არა ხალხი მას სხვანაირად, ვიდრე ახლა იყენებენ“ -  განაცხადა ადენა ფრიდმანმა - „ჩვენ აგრეთვე უნდა გავიაროთ თვითსერიფიცირება, როგორც ფიუჩერსულმა ბირჟამ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი NFX ლიცენზია, თუმცა საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ რისკ-მენეჯმენტის მხრივ ყველაფერი რიგზეა“. 

ფრიდმანმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად შვილობილ კომპანია Nasdaq Nordic-ში უკვე მიმდინარეობს კრიპტოვალუტების ბაზაზე არსებული საბირჟო პროდუქტებით ვაჭრობა. 

მისი თქმით Nasdaq-ში დარწმუნებულნი არიან, რომ კრიპტოვალუტები „მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში“. 

შეგახსენებთ, რომ Nasdaq-ში Bitcoin-ფიუჩერსების ამოქმედება თავდაპირველად დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ 2019 წლის პირველი ნახევრისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.