Magdalena Posted January 27, 2020 Posted January 27, 2020 Nasdaq-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადენა ფრიდმანმა Bloomberg-თან საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოში სიდიდით მეორე საფონდო ბირჟა კვლავ განიხილავს Bitcoin-ის ბაზაზე ფიუჩერსების გამოშვების შესაძლებლობას. მისი თქმით კომპანია ამჟამად აფასებს მსგავსი პროდუქტების ამოქმედების მიზანშეწონილობას და აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ფრიდმანმა დაამატა, რომ Nasdaq-ი ისურვებდა ისეთი კონკურენტუნარიანი ფინანსური ინსტრუმენტის ამოქმედებას, რომელიც განსხვავდება ბაზარზე უკვე არსებულისგან. გარდა ამისა, კომპანიას აღელვებს საკითხები, რომლებიც ეხება ეფექტური რისკ-მენეჯმენტის უზრუნველყოფას ახალი პროდუქტების კონტექსტში. „პირველი, რაშიც უნდა დავრწმუნდეთ პროდუქტის შექმნისას - გამოიყენებს თუ არა ხალხი მას სხვანაირად, ვიდრე ახლა იყენებენ“ - განაცხადა ადენა ფრიდმანმა - „ჩვენ აგრეთვე უნდა გავიაროთ თვითსერტიფიცირება, როგორც ფიუჩერსულმა ბირჟამ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი NFX ლიცენზია, თუმცა საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ რისკ-მენეჯმენტის მხრივ ყველაფერი რიგზეა“. ფრიდმანმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად შვილობილ კომპანია Nasdaq Nordic-ში უკვე მიმდინარეობს კრიპტოვალუტების ბაზაზე არსებული საბირჟო პროდუქტებით ვაჭრობა. მისი თქმით Nasdaq-ში დარწმუნებულნი არიან, რომ კრიპტოვალუტები „მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში“. შეგახსენებთ, რომ Nasdaq-ში Bitcoin-ფიუჩერსების ამოქმედება თავდაპირველად დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ 2019 წლის პირველი ნახევრისთვის. https://forklog.com/nasdaq-kriptovalyuty-budut-igrat-znachimuyu-rol-v-mirovoj-ekonomike/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.