Jump to content

Recommended Posts

Posted

გარკვეული პერიოდის წინ კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ გეგმავს RayTracing ტექნოლოგიის დანერგვას თავის სამომავლო პროდუქტებში. ამ დრომდე უცნობი იყო, როდის მოხდებოდა ეს და ვიდეო ბარათების რომელი თაობა მიიღებდა ხსენებულ ფუნქციას. როგორც ცნობილი გახდა, Intel Xe DG1 იქნება პირველი, რომელიც მფლობელებს „ჯადოსნური სხივებით“ გაახარებს. 

image.png 

ენთუზიასტი, რომელმაც Intel API DXR დრაივერებში RayTracing-ის დანერგვის შესახებ ინფორმაცია აღმოაჩინა, ამტკიცებს, რომ კოდი უკვე გაგზავნილია პროგრამული უზრუნველყოფის მსხვილ მწარმოებლებთან, რომლებმაც უნდა მოახდინონ თავიანთი პროდუქტების ადაპტირება ახალ ტექნოლოგიაზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Intel-ის დისკრეტული ვიდეო ბარათები მიიღებენ აპარატულ RayTracing-ს, რომლის რეალიზება მოხდება არა მხოლოდ GPU-ის, არამედ CPU-ის ძალებით. 

როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ხსენებული სიახლე შესაძლოა წარმოადგენდეს კომპანიის დიდ გეგმის ნაწილს, რომელიც მხოლოდ RayTracing-ით არ შემოიფარგლება. უკანასკნელი მონაცემების თანახმად Intel-ის სამომავლო დისკრეტული ვიდეო ბარათები შეძლებენ ინტეგრირებულ გრაფიკასთან ტანდემში მუშაობას, რაც განაპირობებს გეიმინგ წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას. 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ Intel-ის პირველი მცდელობა - დანერგოს ზემოთხსენებული ტექნოლოგია თავის პროცესორებში. წინა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად აღარავის ახსოვს პროდუქტი Larrabee. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე Intel-ის ვიდეო ბარათები შესაძლოა უფრო ადრე გამოვიდეს, ვიდრე AMD-ის ამავე ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი პროდუქტები. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.