Jump to content

Recommended Posts

Posted

2019 წლის შეჯამების შემდეგ 2020 წლისთვის Intel-ის გეგმაშია სილიკონის ფირფიტების წარმოების მოცულობის გაზრდა 25%-ით და პერსონალური კომპიუტერების კომპონენტების გამოშვების 8-9%-იანი ზრდა  წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. როგორც ცნობილია, 2019 წელს გატარებულმა ზომებმა ვერ მისცა Intel-ს დეფიციტის დაძლევის საშუალება, რადგანაც მაგალიად სერვერულ სეგმენტზე მოთხოვნა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. კვარტალურ ანგარიშში Intel-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზა პროდუქციის მარაგების ფორმირების შესახებ საუბარი ესაძლებელი გახდება მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოს. 

image.png 

მიმდინარე წლისთვის დაგეგმილია ბაზარზე ცხრა 10-ნანომეტრიანი პროდუქტის გამოსვლა. დაპირებისამებრ, პირველი 7-ნანომეტრიანი პროდუქტის - გამოთვლებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებელი Ponte Vecchio-ს წარდგენა მოხდება 2021 წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა Intel-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქტების ექსპანსიაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2022 წლისთვის. 

image.png 

აღსანიშნავია, რომ დესკტოპ პროცესორების მიწოდების მოცულობის დადებით დინამიკის მიუხედავად, 2019 წელს ჯამში Intel-მა დესკტოპ კომპონენტების მიწოდების მოცულობა 6%-ით შეამცირა, მობილურ სეგმენტში კი მიწოდება 5%-ით შემცირდა. უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა საშუალო ფასის 5%-ით ზრდას მობილურ და ფასის 3%-იან მატებას დესკტოპ სეგმენტში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.