Magdalena Posted January 25, 2020 Posted January 25, 2020 2019 წლის შეჯამების შემდეგ 2020 წლისთვის Intel-ის გეგმაშია სილიკონის ფირფიტების წარმოების მოცულობის გაზრდა 25%-ით და პერსონალური კომპიუტერების კომპონენტების გამოშვების 8-9%-იანი ზრდა წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. როგორც ცნობილია, 2019 წელს გატარებულმა ზომებმა ვერ მისცა Intel-ს დეფიციტის დაძლევის საშუალება, რადგანაც მაგალითად სერვერულ სეგმენტზე მოთხოვნა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. კვარტალურ ანგარიშში Intel-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზა პროდუქციის მარაგების ფორმირების შესახებ საუბარი შესაძლებელი გახდება მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოს. მიმდინარე წლისთვის დაგეგმილია ბაზარზე ცხრა 10-ნანომეტრიანი პროდუქტის გამოსვლა. დაპირებისამებრ, პირველი 7-ნანომეტრიანი პროდუქტის - გამოთვლებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებელი Ponte Vecchio-ს წარდგენა მოხდება 2021 წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა Intel-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქტების ექსპანსიაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2022 წლისთვის. აღსანიშნავია, რომ დესკტოპ პროცესორების მიწოდების მოცულობის დადებითი დინამიკის მიუხედავად, 2019 წელს ჯამში Intel-მა დესკტოპ კომპონენტების მიწოდების მოცულობა 6%-ით შეამცირა, მობილურ სეგმენტში კი მიწოდება 5%-ით შემცირდა. უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა საშუალო ფასის 5%-ით ზრდას მობილურ და ფასის 3%-იან მატებას დესკტოპ სეგმენტში. https://overclockers.ru/hardnews/show/101408/v-etom-godu-intel-predstavit-devyat-10-nm-produktov Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.