Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ვენესუელელი ანტრეპრენერების გუნდი ამზადებს პროექტ Locha-ს, რომელიც Bitcoin-თან დაკავშირებულ ოპერაციებს ინტერნეტთან კავშირის გარეშე შეასრულებს - გვაცნობებს Cointelegraph. 

გადაწყვეტილება გვევლინება, როგორც Mech-ქსელი. ანტრეპრენერები ასევე მუშაობენ ორ მოწყობილობაზე, რომლებიც Bitcoin-ბლოკჩეინთან გრძივი რადიოტალღების მეშვეობით დაკავშირების საშუალებას იძლევა. 

პირველი მათგანი, სახელად Turpial, გახლავთ რადიოგადამცემის შედარებით მარტივი ვერსია, რომელიც მუშაობს ერთიდან ორ კილომეტრამდე დაშორების მანძილზე საქალაქო რაიონებში. მეორე - Harpia -  გახლავთ რადიომოდული მცირე ზომის კომპიუტერებისთვის. 

ორივე მოწყობილობა პორტატულია და ბატარეებზე მუშაობს. 

სამომავლოდ ხსენებული გადაწყვეტილების ინტეგრირება შესაძებელი იქნება ნებისმიერ სხვა ბლოკჩეინთან, აგრეთვე შეტყობინებების გაცვლისა და ფაილების გადაცემის ისეთ სისტემებთან, როგორცაა IPFS. 

„ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებას ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ხელმისაწვდომი არ იქნება ინტერნეტი, ინფრასტრუქტურა, ასევე მიზანმიმართული ცენზურის შემთხვევაში გამოყენებისთვის, ამავე დროს უზრუნველყოფილი იქნება ანონიმურობა“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, ორგანიზაცია Bitcoin Venezuela-ს წევრმა რენდი ბრიტომ. 

მან აგრეთვე განმარტა, რომ აუცილებელი არ იქნება ქსელის დაყრდნობა სტაციონარული ტელეფონით ინტერნეტთან დაკავშირებულ ნოუდებზე. თანამგზავრული ანტენების მქონე მომხმარებლებიც შეძლებენ მონაცემების ტრანსლირებას. 

მოსალოდნელია, რომ მოწყობილობებზე მუშაობა დასრულდება 2020 წლის მეორე კვარტალში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა დრო დასჭირდება მათ სამომავლო წარმოებას. 

Locha იქნება პროექტი ღია კოდით, რათა ანტრეპრენერებმა შეძლონ მისი გამოყენება სამომავლოდ მსგავსი გადაწყვეტილების შექმნისთვის. 

ვენესუელა უკვე დიდი ხანია ეძებს კრიპტოვალუტების გადაცემის ალტერნატიულ გზებს. გასული წლის მარტში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის დროს ვენესუელ მაცხოვრებლები Bitcoin-ს SMS-ებით გზავნიდნენ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.